Monthly Archives: ნოემბერი 2019

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 29, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისია“-მ  მოისმინა პროფესორ, პარმენ მარგველაშვილის მოხსენება თემაზე: „დავიცვათ ბავშვის უფლებები სისტემური ძალადობისაგან“. პროფესორმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებებთან ერთად არსებულ ერთადერთ ვალდებულებაზე, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია მიიღოს დაწყებითი განათლება მაინც, ხოლო  განათლების ვალდებულების აღსრულება უნდა იკისროს სახელმწიფომ. ეს არის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის იმპერატიული მოთხოვნა. ცხადია, […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში

  • ნოემბერი 28, 2019

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. მოხსენება თემაზე „ანომალიები სუპერსიმეტრიულ თეორიებში“ წაიკითხა პროფესორმა შტეფან ტაისენმა (მაქს-პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტი, პოტსდამი, გერმანია). მომხსენებელმა ისაუბრა კონფორმული ველის თეორიის მეთოდების გამოყენებით სიმების თეორიის ეფექტური მოდელების გამოყვანის შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა ა. რაზმაძის მათემატიკის და ე. ანდრონიკაშვილის […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 27, 2019

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილული იყო „საქართველოს ფარგლებს გარეთ მასშტაბურ ბირთვულ ინციდენტზე მზადყოფნისა და  სწრაფი რეაგირების სისტემის  საჭიროებათა შეფასება“.  შესწავლილია ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედი ბირთვულ ობიექტებიდან და იდენტიფიცირებულია ამ საფრთხეებზე რეაგირების უზრუნველსაყოფად საჭირო პირველადი ღონისძიებები. კვლევა ერთობლივად იქნა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი -120

  • ნოემბერი 27, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“  საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ნათელა ჯაბუა. შემდეგ დრო […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე – 110

  • ნოემბერი 22, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის, საზოგადო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლის იუბილე. ირაკლი აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მამულიშვილური საქმე: იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რუსთაველის 800 წლის იუბილე, ქართული ენდიკლოპედიის დაარსება და ა. შ. ირაკლი აბაშიძე წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და რაც მთავარია, ქართული […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • ნოემბერი 20, 2019

2019 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც პირველ საკითხად განიხილა აკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი (მომხსნებელი აკადემიის ეკონომიკური სამაართველოს უფროსი გურამ ქარდავა). მეორე საკითხზე „მიმდინარე წლის სამენციერო-კვლევითი პროექტების ექსპერტიზისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ“ ინფორმაცია გააკეთა სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა, მეცნიერებათა დოქტორმა გონელი არახამიამ. ამის შემდეგ აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარდა არჩევნები. კრებამ საქართველოს […]

გაგრძელება

აკადემიკოს ნიკოლოზ ლანდიას 100 წლის იუბილე

  • ნოემბერი 18, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი-ქიმიკოსის ნიკოლოზ (კუკური) ლანდიას დაბადებიდან 100 წლის იუბილე. 1958 წ. თებერვალში ნ. ლანდიამ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იმავე წელს მიიღო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, შემდეგ კი პროფესორის წოდება. 1959 წლის თებერვლიდან 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას საქართველოს […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთოების კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 14, 2019

2019 წლის 13 ნოემბერს საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეკოლოგიური უსაფრთხოების სხდომაზე ჩატარდა მოხსენება – „მდ. ვერეს პრობლემა“. მომხსენებელი გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური რესურსების განყოფილების გამგე, გეოლოგ.-მინერალოგ. მეცნ. დოქტორი, პროფესორ-ემერიტუსი გიორგი მაღალაშვილი. მოხსენებაში განხილულია პრობლემები, რომელიც უკავშირდება მდ. ვერეს, კერძოდ, გარჩეული იქნა […]

გაგრძელება

აკადემიკოს ლაურ მანაგაძის 75 წლის იუბილე

  • ნოემბერი 13, 2019

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, შედგა აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსნება თემაზე „ლავრენტი მანაგაძე და ქართული უროლოგიის რენესანსი“ გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან ასრებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: კონსტანტინე ყიფიანი – ბოხუას […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 8, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს. 2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის […]

გაგრძელება