საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმდინარე წლის 2 მაისს ფრიად საქმიანი და საინტერესო ვიზიტით ეწვია ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ევა ზაჟიმალოვა და სენატორი, ჩეხეთის პარლამენტის განათლების, კულტურისა და ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოსი. სტუმრებს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიკოსები […]
გაგრძელებაინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 4, 2022
2022 წლის 29 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა პროფესორ არჩილ ჭირაქაძის (სტუ, სსც „საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი“-ს დირექტორი, თსუ, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) და აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას მოხსენება თემაზე: „ინფიცირებისგან დაცვის აქტიური ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებები და დაავადების სამკურნალო მოდალობები“. მომხსენებელმა განიხილა ნანოგანზომილებიანი მასალების, თხევადი კრისტალების, ფოტოსენსიბილიზატორების და ანტიმიკრობული ფარმაცევტული პრეპარატების საფუძველზე კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებისა […]
გაგრძელება