Monthly Archives: ივლისი 2023

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • ივლისი 31, 2023

მიმდინარე წლის 29 ივლისს, ქ. მესტიაში გაიმართა სვანეთობის ტრადიციული დღესასწაული, რომლიც ფარგლებშიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მიენიჭა ქ. მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება. მას ეს ჯილდო მიანიჭეს პანდემიის პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიმართ მის მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან მოსახლეობისთვის აუცილებელი სასურსათო […]

გაგრძელება

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ნაშრომის საერთაშორისო აღიარება

  • ივლისი 20, 2023

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის წიგნმა „Homo sapiens and Technogenic Environment” საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნაშრომს გაეცნო საბუნემისმეტყველო მეცნიერებათა მკვლევარი მაიკლ მერფი, რომელმაც თავისი საინტერესო შთაბეჭდილებები გაუზიარა ორ ლორდს.   პატივცემულო ლორდ ოუენ, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ მონოგრაფიზე სახელწოდებით „Homo sapiens“ და „Technological Environment“. იგი შეეხება მიმდინარე ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც მოახდენს გავლენას პლანეტის ყველა ცოცხალ ორგანიზმზე და გამოიწვევს პლანეტარულ კატასტროფას. მონოგრაფია […]

გაგრძელება

განცხადება

  • ივლისი 18, 2023

2023 წლის 18 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო რიგი საორგანიზაციო და ამავდროულად, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის არჩევნების საკითხი. საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის აკადემიკოს-მდივნად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ეკონომისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. გარდა ამისა, საერთო კრებამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრებად აირჩია აკადემიკოსები: აკადემიის […]

გაგრძელება

აკადემიკოს ომარ გოგიაშვილის მოხსენება

  • ივლისი 17, 2023

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების მიერ 2023 წლის 12 ივლისს  სამეცნიერო სხდომა გაიმართა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის დაბადების 186 წლისთავს მიეძღვნა. სხდომა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარემ, ისტორიკოსმა, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ გახსნა. შესავალი სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, […]

გაგრძელება

კულტურათა დიალოგის სადარაჯოზე | ინტერვიუ ქალბატონ ინესა მერაბიშვილთან

  • ივლისი 13, 2023

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ინესა მერაბიშვილი უკვე მრავალი წელია, კულტურათა დიალოგის სადარაჯოზე დგას. ამას მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა ნათელყოფს, რომლის მიზანიც ქართული კულტურის დასავლეთისთვის გაცნობა და დასავლური კულტურის ჩვენს ქვეყანაში შემოტანაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დასავლეთევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, თბილისის ბაირონის სკოლის დამფუძნებელი […]

გაგრძელება

ქიმიის საქალაქო სემინარი

  • ივლისი 8, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიის საქალაქო სემინარი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქიმიკოსის, აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს. სემინარის თავმჯომარემ, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ ციციშვილმა წაიკითხა აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის მეგობრებისა და მოწაფეების, ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ონუფრი ბანახის, სამარყანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნურალი მუხამადიევისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ […]

გაგრძელება

განცხადება

  • ივლისი 4, 2023

2023 წლის 4 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო რიგი საორგანიზაციო  და ამავდროულად, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნების საკითხი. საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ტექნიკური დარგებისა და საინჟინრო მეცნიერებების სფეროს ორგანიზატორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ ხუროძე.

გაგრძელება

მთის კომისიის სხდომა

  • ივლისი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ტელეკომუნიკაციების განვითარებას მთის მოსახლეობაში და ასევე ციფრული „დედაენის“ შექმნის იდეას. მომხსენებლები გახლდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: მარინა ქურდაძე („საქართველოს მთიან რეგიონებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ანალიზი და შესაძლებლობათა მხარდაჭერა“) და მარიამ ლომთათიძე („ციფრული დედაენის შექმნის იდეა და მისი გამოყენების შესაძლებლობა“). ქალბატონმა მარინა ქურდაძემ […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივლისი 3, 2023

წაბლის ქერქის კიბოს წინაარმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის დანერგვა საქართველოში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის“ სხდომა წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის  დანერგვის შესახებ საქართველოში. მომხსენებლები იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და  ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების თანამშრომლები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მედეა ბურჯანაძე,  ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი არჩილ სუპატაშვილი  და […]

გაგრძელება