Monthly Archives: დეკემბერი 2024

განცხადება აკადემიის წევრთა არჩევის შესახებ

  • დეკემბერი 11, 2024

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი აკადემიის წევრთა ასარ­ჩევად.  საბუთების მიღება მიმდინარეობდა 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამის განყოფილებებში  კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ მოხდა მათი შერჩევა. 15 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად. […]

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების ლაურეატები

  • დეკემბერი 10, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:   სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ვალერი ასათიანს  ნაშრომისათვის „ანტიკური კულტურა, ბიზანტია და საქართველო“. ოთარ ნათიშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს გივი გავარდაშვილს  მონოგრაფიისათვის „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“. შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მანანა თევზაძეს ნაშრომისათვის „ირაკლი გამრეკელი – გმირულ-რომანტიკული თეატრის მხატვარი, დრო […]

გაგრძელება

თენგიზ ბერიძე

  • დეკემბერი 6, 2024

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ბიოქიმიკოსი, მოლეკულური ბიოლოგი, ბიოლო­გიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ ბერიძე. თ. ბერიძე იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. იგი იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიის. თენგიზ ბერიძე არის მცენარეულ უჯრედში სატელიტური დნმ-ის აღმოჩენის ავტორი. მისი […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ მონაწილეობა მიიღო მდგრადი ტრანსპორტის ჯგუფის მინისტერიალში

  • დეკემბერი 3, 2024

26-27 ნოემბერს ტრანსპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების  ფარგლებში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით აღინიშნა, ქ. აშხაბადში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და მდგრადი ტრანსპორტის ჯგუფის მინისტერიალი, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან. საქართველოდან ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 3, 2024

2024 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,ქალაქ თბილისში სატრანსპორტო საშუალებების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი  ხმაურით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები’’, წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სატრანსპორტო  სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი  ბორის გითოლენდია. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღეისათვის […]

გაგრძელება