სიახლეები

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის საკითხებზე სემინარი გაიმართა

  • დეკემბერი 18, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სემინარს „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები“ დაესწრო. სემინარი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF)“ ფარგლებში გაიმართა. კერძოდ, ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ორგანიზებით. სემინარს გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, […]

გაგრძელება

საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

  • დეკემბერი 14, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მისი პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ულოცავს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს! ყოველივე ეს ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. საქართველო ოდითგანვე იყო ევროპული მისწრაფებების ქვეყანა და ეს მისი პროგრესის, მისი კულტურის და ტრადიციების აღიარებაა.

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან

  • დეკემბერი 12, 2023

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტებში: შანდუნის პროვინციის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქ. ზიბო; ხენანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და კვების უნივერსიტეტი (Northwest A&F University), ქ. სინიანი; გუანდუნის პროვინციის –  სამხრეთ ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტი, ქ. გუანჯოუ. მიწვევის  ინიციატორები გახლდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

  • დეკემბერი 12, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელ მეთიუ ბუსკეს და გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის (DGA1 ENV) ხელმძღვანელ დევორ პეკანს შეხვდა. სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]

გაგრძელება

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი

  • დეკემბერი 11, 2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის აუდიტორიაში მოეწყო აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი თემაზე – „საქართველოს ბიორესურსები“. შეხვედრას ესწრებოდა ფართო წარმომადგენლობა: აკადემიკოსები, ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის ონლაინ-პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოში დღეს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს ტოქსიკური ნაერთებიდან, გარემოს დაცვის ქიმიურ ტექნოლოგიებზე, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებზე დაფუძნებულ ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებზე. ლექციამ დამსწრე […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 11, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის დეპარტამენტის  პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მოხსენება – „რეგენერაციული თერმოდინამიკური ციკლების თბური ეფექტიანობის ანალიზი“. სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

შეხვედრა გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებთან

  • ნოემბერი 28, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში,  საქმიანი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ესტუმრნენ Deutsche Forschungsgemeinschaft-ის (DFG, გერმანიის კვლევითი ფონდი) დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, დოქტორ იორგ შნეიდერისა და ტობიას შტუდემანის შემადგენლობით. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც სტუმრებს  გააცნო აკადემიის ისტორია მისი დაარსების დღიდან დღევანდლამდე, ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებსა და მის წევრებზე. […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 28, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მოხსენება: “თოვლის ზვავების რეგულირების ინოვაციური ღონისძიება’’. სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები და […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფი. მოხსენების თემა გახლდათ – ,,შავშთა, კლარჯთა და ტაოელთა შენახული ენისა და კულტურის კომპლექსური კვლევის შედეგები“, მომხსენებელი – პროფესორი მამია ფაღავა. თანამომხსენებლები იყვნენ პროფესორები: მალხაზ ჩოხარაძე,  ზაზა შაშიკაძე,  ჯემალ კარალიძე,  რამაზ ხალვაში,  […]

გაგრძელება

აკადემიკოს რამაზ ქაცარავას მორიგი წარმატება

  • ნოემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოსმა რამაზ ქაცარავამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული პატენტი: „ამინომჟავის პოლიმერების და ბიოლოგიურად აქტიური აგენტის შემცველი შემადგენლობა და მისი მომზადების მეთოდი“ (N. Tawil, ECR Arnold, R. Katsarava, D. Tugushi, V. Beridze, Composition comprising amino acid polymers and a bioactive agent and method of preparing […]

გაგრძელება