ქართული ეკონომიკის პრობლემებზე, ასევე ქართულ ეკონომიკაში არსებული პრობლემების დაძლევის შესაძლებლობასა და ვერსიებზე „ინტერპრესნიუს“-ში გამოქვეყნდა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გაგრძელება
ქართული ეკონომიკის პრობლემებზე, ასევე ქართულ ეკონომიკაში არსებული პრობლემების დაძლევის შესაძლებლობასა და ვერსიებზე „ინტერპრესნიუს“-ში გამოქვეყნდა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გაგრძელება2024 წლის 22 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა შედგა. ონლაინ-პრეზენტაციის მეშვეობით, სრულიად ახალი პროექტი წარმოადგინა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მენეჯერმა თინათინ ჯაჭვაძემ. „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია მეცნიერების მხარდაჭერა კვლევის შედეგების კომერციალიზაციის პროცესში. პროგრამა სააგენტოს მიერ 2019 წლიდან ხორციელდება და იგი ხელს უწყობს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, […]
გაგრძელებაგამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს მზექალა შანიძეს 2024 წლის 16 იანვარს დაბადებიდან 98 წელი შეუსრულდა. იგი ქალაქ თბილისში ცნობილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის ოჯახში დაიბადა. მზექალა შანიძე 1943 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1945 […]
გაგრძელება2023 წლის 25 დეკემბერს, გაზეთ კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ლადო პაპავას ინტერვიუ. სრულად ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით – „ინფექციური დაავადებები საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, გამოვიდა პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. მომხსენებელმა ინფექციური დაავადებები განიხილა, როგორც მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. წარმოადგინა უახლესი მონაცემები B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის, COVID-19-ის, ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების, რესპირაციული ინფექციების, ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის […]
გაგრძელებაარსებობენ ადამიანები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ გარშემომყოფთა შორის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ, სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი შრომის, წიგნისა თუ მონოგრაფიის ავტორი აკაკი სურგულაძე. ბატონი აკაკის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა საგანგებო სხდომა ივანე ჯავახიშვილის […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა მოხსენება: ,,აგრობიოლოგიური მეცნიერების კომერციალიზაციის პერსპექტივები’’, მომხსენებლები გახლდნენ: აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე. მოხსენებაში განხილული იყო აგრობიოლოგიური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის საკითხები, რომლებიც ეხება გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებულ კულტურულ მცენარეთა ახალ ჯიშებს, რომლებიც შეიცავენ მავნე მწერების, ვირუსების, სოკოების, […]
გაგრძელებადღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დააწესა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში. საქართველოს მეცნიერებათა როვნული აკადემიის პრეზიდიუმის 27 დეკემბრის სხდომის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, პროფესორ მიხეილ […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს.
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების: „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“ და „საქართველოს ისტორიის ატლასი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე; მთარგმნელი ლადო მირიანაშვილი) წარდგინება. ორივე წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ჭიათურისა […]
გაგრძელება