სიახლეები

განცხადება აკადემიკოსთა ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  • ოქტომბერი 10, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში: სპეციალობა ვაკანსია მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება ფიზიკა 1 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება აგროეკოსისტემების მდგრადობა 1 ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული  ურთიერთობები 1   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადე­მიკოსად) შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 7, 2020

2020 წლის 2 ოქტომბერს შედგა ცენტრის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი. მომხსენებელმა დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისა და მისი გავრცელების აუცილებლობაზე. მან  აღნიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს […]

გაგრძელება

წერილი დიდი ბრიტანეთიდან

  • ოქტომბერი 4, 2020

მადლობას ვუხდი საქართველოს იმისათვის, რომ მას ჰყავს გალაქტიონი და ჰყავს ინესა მერაბიშვილი, ქალბატონი რომელმაც ასე დიდებულად და უტყუარად მოიტანა ჩემამდე ქართველი პოეტი. მარტინა ნიკოლსი  

გაგრძელება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • ოქტომბერი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია – მათემატიკის დარგში                    ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია  – გეოლოგიის დარგში თინათინ წერეთლის სახელობის პრემია  – სამართალ­მცოდნეობის დარგში პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც საქარ­თველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ […]

გაგრძელება

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის პრეზენტაცია

  • სექტემბერი 29, 2020

2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და  მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე […]

გაგრძელება

შეხვედრა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან

  • სექტემბერი 25, 2020

24 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მონს. ჟოზე ბეტანკური. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული ისტორიული ურთიერთობები. აკადემიის ხელმძღვანელობამ დესპანს გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ამჟამად მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოები. წმიდა საყდრის დესპანმა ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ვატიკანის სოციალურ მეცნიერებათა პონტიფიკურ […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • სექტემბერი 21, 2020

18 სექტემბერს შედგა ცენტრის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „სტეროიდული გლიკოზიდები – მცენარეთა ზრდის სტიმულატორები“ გამოვიდა აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის საწყის ნედლეულად მოწოდებულია მცენარე იუკა დიდებულის (Yucca gloriosa) ფოთლებიდან გამოყოფილი სტეროიდული საპოგენინი – ტიგოგენინი, რომლის ნედლეულით უზრუნველყოფისათვის შირაქის ველზე დაახლოებით 150 ჰექტარზე […]

გაგრძელება

შეხვედრა „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებთან

  • სექტემბერი 16, 2020

2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე შეხვდა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებს. ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ წარმოადგინა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ეროვნული ენის თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტუალურია „ქართული ენის თესაურუსის (ისტორიული ლექსიკონის)“ პროექტი, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურის სალექსიკონო […]

გაგრძელება

მკვლელი ორგანიზმების ფორმირების ფსიქობიოლოგიური ანალიზი

  • სექტემბერი 16, 2020

ქართულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული სამი ათეული წლის მანძილზე, გამოიარა უაღრესად რთული, დაძაბული, სტრესებითა და ხშირ შემთხვევაში კატაკლიზმებით (სამოქალაქო ომი, სამხედრო აგრესია და სხვა) სავსე პერიოდი, რომელსაც არ შეიძლებოდა უარყოფითი კვალი არ დაეტოვებინა საზოგადოებაზე. სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს. ესენია: – ზღვარგადასული ურთიერთაგრესია საზოგადოებასა და სოციუმში – […]

გაგრძელება