არქივი

პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • მაისი 25, 2021

პროექტი    საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე   მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #47, 26,12,2007, მუხ. 402)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „დ1“ და „ე1“ ქვეპუნქტები: დ1) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერება – მეცნიერებათა აკადემიის 80 წლისთავზე

  • მაისი 5, 2021

სულ ახლახანს გამოიცა წიგნი – ნარკვევი, რომლის ავტორები არიან – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ნარკვევში განხილულია ქართული მეცნიერების საწყისები, უმაღლესი განათლების კერების დაარსება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შექმნა და განვითარება. ყურადღება გამახვილებულია იმ სამეცნიერო სკოლების (მათემატიკის, ფიზიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, აგრარული, დედამიწის შემსწავლელი და […]

გაგრძელება

თბილისის ურბანული ტყე

  • აპრილი 28, 2021

2021 წლის 27 აპრილს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო  ფონდის – „განვითარება და გარემოს“ წევრებთან შეხვედრა. სხდომა გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი,  აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და აკადემიის სხვა წევრები. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ფონდ „განვითარება და გარემოს“  თავმჯდომარე – თეიმურაზ ტყემალაძე. ამის შემდეგ კი, თბილისის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • აპრილი 27, 2021

2021 წლის 23 აპრილს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ვიქტორ ზვიადაურის (რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი) მოხსენების: „მრავალფუნქციური  ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანების და პროცესები“ განხილვას. აღინიშნა, რომ ასეთი ვიბრაციული მანქანები  ფართოდ გამოიყენებიან მრეწველობის სხვადასხვა სფეროში ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისათვის. ინსტიტუტის დინამიკის განყოფილების თანამშრომელთა ათეული წლების მუშაობის შედეგად […]

გაგრძელება

წიგნი “INNOVATIONS IN DIALYSIS VASCULAR ACCESS SURGERY”

  • აპრილი 22, 2021

რედაქტორი: პროფ. არჩილ ჩხოტუა ამ წიგნში მოცემულია ჰემოდიალიზით დაავადებულ პაციენტებში სისხლძარღვთა წვდომის ძალიან მნიშვნელოვანი თემის უახლესი მიღწევების ანალიზი. მთელ მსოფლიოში მუდმივად იზრდება დიალიზით დაავადებულთა რიცხვი. ამ პაციენტებისთვის გრძელვადიანი და კარგად ფუნქციონირებადი სისხლძარღვოვანი წვდომა სიცოცხლის გადარჩენის შანსს წარმოადგენს. ამიტომ, სისხლძარღვოვანი სისტემის წვდომის წარმატებით დამკვიდრებასა და სათანადო მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წიგნში ამომწურავად მიმოხილულია სისხლძარღვების წვდომის მენეჯმენტთან […]

გაგრძელება

ნომინაციები TUBA 2021-ის აკადემიურ პრიზზე

  • აპრილი 19, 2021

ჯილდოს გადაცემა ხდება მეცნიერების 3 დარგში: 1. ბაზისური და საინჟინრო მეცნიერებები, 2. ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 3. ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები. ყოველ წლიურად ერთი პრიზი გადაეცემა თურქეთთან დაკავშირებულ მეცნიერს, იგულისხმება, ვინც მუშაობს ან სწავლობს თურქეთში. წელს ეს პრიზი გადაეცემა ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების წარმომადგენელს. Tuba-ს პრიზი გადაეცემათ წამყვან, გამორჩეულ და მართლაც დამსახურებულ ინდივიდებს შესაბამისი სფეროებიდან. […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • აპრილი 18, 2021

2021 წლის 16 აპრილს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ფილტვის კიბოს მართვის აქტუალურ საკითხებს. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები, კომისიის წევრები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. პირველმა მომხსენებელმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურმა ონკოლოგმა ამირან […]

გაგრძელება

პასკალის მედალი

  • აპრილი 1, 2021

აკადემიის უცხოელ წევრს, აკადემიკოს ისააკ ელიშაკოვს, ძვირფასო ბატონო ისააკ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად გილოცავთ თქვენ, ჩვენი აკადემიის უცხოელ წევრს, პასკალის მედლით დაჯილდოვებას. ეს კიდევ ერთი დიდი აღიარებაა თქვენი დამსახურებისა მეცნიერების წინაშე. როცა გექნებათ საშუალება, გეპატიჟებით საქართველოში. დიდი პატივისცემითა და ნახვის სურვილით, გიორგი კვესიტაძე აკადემიის პრეზიდენტი

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • აპრილი 1, 2021

2021 წლის 29 მარტს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის რიგგარეშე, 69-ე სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქ.მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტის განხილვას.  დამსწრეთა წინაშე წარსდგნენ მოხსენებებით ამხანაგობა “აქოლისის” თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე,  სივრცითი დაგეგმვის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე და ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე დარჩია. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე – 95

  • მარტი 22, 2021

ღვაწლმოსილ მეცნიერს, მეცნიერების შესანიშნავ ორგანიზატორს,  თვალს­­ა­ჩინო საზოგადო  მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ  ეთერ ქემერტელიძეს 2021 წლის 23 მარტს 95 წელი შეუსრულდა. ეთერ ქემერტელიძემ 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1977 წელს კი, პროფესორის წოდება მიენიჭა. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1993 წელს […]

გაგრძელება