არქივი

განცხადება

  • ივნისი 3, 2020

მეცნიერებათა აკადემიაში 2020 წლის 3 ივნისს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების გამო აკადემიაში შეუძლებელი გახდა 2020 წლის 22 იანვარს გამოცხადებული აკადემიკოსების არჩევნების პროცესის გაგრძელება. 2020 წლის 13 მარტს აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით შეჩერდა აკადემიკოსების საარჩევნო პროცესი რამდენიმე თვით. ამჟამად გაუქმებულია საგანგებო […]

გაგრძელება

შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან

  • ივნისი 3, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით, მიმდინარე წლის 3 ივნისს მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფ. ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე – პროფ. პაატა იმნაძესთან. შეხვედრა მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს. აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გიორგი კვესიტაძემ და პროფ. ამირან გამყრელიძემ აღნიშნეს, რომ “COVID-19”-ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფექციასთან დაკავშირებით […]

გაგრძელება

წერილი რედაქციას

  • მაისი 11, 2020

ა.წ. 13-18 აპრილის „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მედიცინის დოქტორის (როგორც გაზეთი გვაუწყებს – ჟენევაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გლობალურ ფონდში მუშაობს) გიორგი შაქარიშვილის ინტერვიუ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. არ შევეხებით ზოგადად ინტერვიუს, სადაც ე.წ. რესპონდენტი თავს იწონებს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკით „არასწორი“ ადმინისტრაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო. შემდეგ, გარკვეულ აზრს გამოთქვამს ევროპაში ვირუსის გავრცელების თაობაზე […]

გაგრძელება

განცხადება

  • მაისი 11, 2020

ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა აკადემიკოს ი. კიღურაძის წერილი. სწორედ ახლა, როდესაც ქვეყანა ერთიანი ძალით, მთელი შემართებით ებრძვის მსოფლიოს „უხილავ მტერს“ კორონავირუსს, მეცნიერმა მოიცალა და შეეცადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის განქიქებას. მას არ მოსწონს აკადემიის საქმიანობა, არც აკადემიის შემადგენლობის ერთი ნაწილი, ხელმძღვანელობას მოიხსენიებს, როგორც მაფიას და ა. შ. შემწყრალია იმ ფაქტის გამო, რომ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობამ, […]

გაგრძელება

მიკრო და მაკრო სამყაროს თანაარსებობის ზოგიერთი საინტერესო საკითხები

  • აპრილი 28, 2020

აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ლექცია მიკრო და მაკრო სამყაროს თანაარსებობის ზოგიერთი საინტერესო საკითხების შესახებ.

გაგრძელება

როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ

  • აპრილი 28, 2020

დღევანდელი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ვაქცინა, ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არე­ა­ლი სამეცნიერო კვლევებია. საინტერესოა რო­გორ იყო საქ­მე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ასე­ვე ახა­ლი ვირუ­სი ყვა­ვი­ლი უტევ­და. რას ფიქ­რობ­დნენ მეც­ნი­ე­რე­ბი, რას გვე­უბ­ნე­ბა ამა­ზე მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რია. აკადემიკოს რამაზ შენგელიას ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: https://www.ambebi.ge/article/242822-rogori-iqo-qvavilis-vakcinacia-saukuneebis-cin-ro/?fbclid=IwAR1ZIFiRCAvLPU3Q-IKX7ekSIyrxLT7MCORnCHDUcJAr9qrB_jiHF_lS5f8

გაგრძელება

რე­კო­მენ­და­ცი­ები „კო­რო­ნო­მი­კუ­რი“ კრი­ზი­სის ფონ­ზე და პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი

  • აპრილი 28, 2020

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“-ში გამოქვეყნდა აკადემიკოს ლადო პაპავას ინტერვიუ, სადაც მოცემულია რეკომენდაციები „კორონომიკული“ კრიზისის ფონზე და პოსტკრიზისული მოლოდინები. ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/yVCmoava  

გაგრძელება

აკადემიათაშორისი ქსელის (IAP) კომუნიკე

  • აპრილი 1, 2020

აკადემიათაშორისი ქსელი (IAP), რომლის ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აქვეყნებს კომუნიკეს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.

გაგრძელება

კორონომიკული კრიზისი

  • მარტი 25, 2020

29 მარტს, Eurasiareview-ში გამოქვეყნდა აკადემიკოს ლადო პაპავას წერილი კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული საფრთხეებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ ეკონომიკა ამ პირობებში და რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს მომავალი ეკონომიკური რისკების შესამცირებლად. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.eurasiareview.com/29032020-coronomic-crisis-when-the-economy-is-a-hostage-to-medicine-oped/

გაგრძელება

პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი

  • მარტი 19, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებით იუწყება, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თანამედროვეობის უდიდესი არქეოლოგი, პროფ. ოფერ ბარ-იოზეფი. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, საქართველოს ერთგული მეგობარი და მეცნიერი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა, საქართველოში, პრეისტორიული მეცნიერების განვითარებაში. უმაღლესი განათლება მან იერუსალიმში, ჰიბროუს უნივერსიტეტში მიიღო. ოფერ ბარ-იოზეფი 1967 წელს ჰიბროუს უნივერსიტეტის, ხოლო […]

გაგრძელება