არქივი

მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის სხდომა

  • ივლისი 16, 2019

2019 წლის 4 ივლისს აკადემიკოსების გიორგი ჩაგელიშვილისა და გიორგი ჯაფარიძის ინიციატივით, ჩატარდა სემინარი, რომელზედაც მოსმენილი იქნა საქართველოს „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტის, ნუგზარ დვალის მოხსენება – „ ბორის ნიტრიდების ნანოსკოპური ფანტელების მიღების ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრების გარდა მას ესწრებოდნენ აკადემიკოსები რამაზ ქაცარავა […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • ივლისი 11, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სავსებით იზიარებს ქართული საზოგადოების აღშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის უკადრისი გამოსვლის გამო, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია რუსეთის პრეზიდენტის პიროვნული შეურაცხყოფით. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციითაა გამოწვეული, ასეთი გამოხდომებით არ მოგვარდება. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის დეოკუპაციაა, რაც, სამწუხაროდ, მეტად […]

გაგრძელება

ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

  • ივლისი 11, 2019

მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, მიმდინარე წლის 3 ივლისს შედგა ოთარ ანგურიძის მოხსენების – „ფისტა-ს კულტურა საქართველოში: შედეგები და პერსპექტივები“ მოსმენა. მოხსენება მიეძღვნა ახალი, უფრო სწორედ დავიწყებული კულტურის ფისტა-ს  გამრავლებას საქართველოში. კულტურა შეტანილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნუსხაში და წარმატებით მრავლდება. შექმნილი საზოგადოება უფასოდ არიგებს მის ნერგებს. ასევე არის მსურველები […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 9, 2019

მიმდინარე წლის  8 ივლისს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნა ნეფროლოგიისა და დიალიზის პრობლემურ საკითხებს. სხდომის აქტუალობას განაპირობებდა აღნიშნული დაავადებების მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა საქართველოში. სხდომაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გლომერულონეფრიტების მართვა, სისხლძარღვოვანი მიდგომებისა და პერიტონეალური დიალიზის პრობლემები თირკმლის ქრონიკული დაავადების […]

გაგრძელება

მემორანდუმი რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან

  • ივლისი 9, 2019

მიმდინარე წლის 30 ივნისს სამი დღით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრა 2 კაციანი დელეგაცია რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ვიქტორ სპინეის ხელმძღვანელობით, მეორე სტუმარი გახლდათ იონელ კანდეა – რუმინეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 2 ივლისს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ორმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერა. ორმხრივად სასარგებლო გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით, ხელი მოეწერა მემორანდუმს ორ აკადემიას შორის. ასევე ხელი […]

გაგრძელება

შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან

  • ივლისი 9, 2019

მიმდინარე წლის  28-29 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას  ვიზიტით ეწვია 4 კაციანი დელეგაცი შანდუნის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტიდან და გაიმართა ქართულ-ჩინური მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო  ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან  საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც დაფუძნებულია აკადემიებს შორის ბიო კონტროლის მომზადებაზე. ასევე განიხილება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი.  ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეწვივნენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს და გააკეთეს […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 9, 2019

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2019 წლის 28 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ნუგზარ ბაღათურიას მოხსენება თემაზე: „კოლხური ბიო ღვინისა და ბიო ალკოჰოლიანი სამელების ინოვაციური ტექნოლოგიები“. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ბოლო წლებში მეღვინეობაში მკვიდრდება ბიო ღვინის წარმოებისადმი სწრაფვა, მაგრამ ჩატარებული კვლევის შედეგები  მეტყველებენ იმაზე, […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივლისი 9, 2019

მიმდინარე წლის 26 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა  აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა. კომისიის წევრებმა მოისმინეს პროფესორ შალვა ისაკაძის მოხსენება „ქ. თბილისის გამწვანების პრობლემები“. მომხსენებელმა გააშუქა ქ. თბილისის გამწვანების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მათ შორის წარმოადგინა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილი დედაქალაქის გეგმა. ცნობილია, რომ თბილისი და მისი მიდამეობი ხასიათდება საკმაოდ რთული ეკოლოგიური პირობებით […]

გაგრძელება

შეხვედრა გერმანელ ქართველოლოგთან იოსტ გიპერტთან

  • ივნისი 27, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ივნისს შედგა შეხვედრა ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან და აკადემიის უცხოელ წევრთან იოსტ გიპერტთან, ასევე მოეწყო მისთვის უცხოელი წევრის დიპლომის გადაცემა. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცა აკადემიკოს მზექალა შანიძეს, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა იოსტ გიპერტის შემოქმედებითი და მეცნიერული გზა. იოსტ გიპერტი გახლავთ მაინის ფრანკფურტის გოეთეს […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 26, 2019

8 ივლისს, 16:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნება ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებს. დღის წესრიგი: 1. გლომერულონეფრიტების მართვა. ნინო მაღლაკელიძე, კორპორაცია ევექსის, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნეფროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 2. ჰემო- და პერიტონეული დიალიზის მართვის პრობლემები. ლელა ბეგლარაშვილი. ალ. […]

გაგრძელება