არქივი

აკადემიაშორისი პარტნიორობის (IAP) ანგარიში

  • ივნისი 14, 2019

აკადემიაშორისი პარტნიორობის (IAP) მიერ ა. წ. მაისში გამოქვეყნებული ანგარიში: „გლობალური პოლიტიკის დამუშავებაში სამეცნიერო შენატანის სრულყოფა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით“.

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 14, 2019

2019 წლის 14 ივნისს ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების სხდომაზე, განხილულ იქნა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავჯდომარის ასმათ ლალი მესხის მოხსენება: „ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია: დაცვა, გამრავლება და მდგრადი გამოყენება“. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ხორბალი ჩვენი ეროვნული საგანძურია;  აღიარებულია, რომ საქართველოს ტერიტორია რბილი ხორბლის წარმოშობის და დომესტიკაციის  ერთ-ერთი […]

გაგრძელება

წიგნის -„ გიორგი მელიქიშვილი – 100“ – წარდგინება

  • ივნისი 13, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 13 ივნისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით მოეწყო წიგნის – „გიორგი მელიქიშვილი – 100“ წარდგინება. წიგნის გამომცემლები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. წიგნი იხსნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების, ნანა ხაზარაძის და როინ მეტრეველის შესავალი წერილით, რომელშიც გამოჩენილი ქართველი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივნისი 13, 2019

2019 წლის 11 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „წყალი ეროვნული სიმდიდრე, როგორც საქართველოს კონკურენტიანი უპირატესობის გარანტი და სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ფაქტორი“ გამოვიდა  საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რევაზ გოგოხია.  სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივნისი 12, 2019

მიმდინარე წლის 12 ივნისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორის, გეოლ.-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორის არჩილ მაღალაშვილის მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა მიტოვებულ სამთო გამონამუშევრებთან დაკავშირებული დაბინძურების ეკოლოგიური რისკების შეფასებას. კვლევა ჩატარდა აშშ-ს დემოკრატიული კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებდა აშშ-ს საელჩო საქართველოში. კვლევა მოიცავდა აჭარის მადნიანი რაიონის მერისის […]

გაგრძელება

მერაბ ბერძენიშვილი – 90

  • ივნისი 11, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 ივნისს, გაიმართა თანამედროვეობის უდიდესი  მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს კულტურის ფონდი. საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, შემდეგ სიტყვა გადაეცა ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურად და ამომწურავად განიხილა […]

გაგრძელება

კონკურსი სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად

  • ივნისი 5, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახე­ლო­ბითი  აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია – კულტურულ მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის დარგში. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის პრემია – ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განსაზღვრული პერიოდუ­ლობით ანიჭებს გამო­ჩენილ მეცნიერთა სახელობით აკადემიურ პრემიებს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნე­ლობის მეცნიერულ ნაშრომებს. პრემიის მოსაპოვებლად […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია

  • ივნისი 4, 2019

მიმდინარე წლის 1-დან 10 ივნისის ჩათვლით, თბილისში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – “ტოპოლოგიურ და ძლიერ კორელირებულ სისტემებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემები”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან პროფესორი რაინჰოლდ ეგერი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი),  პროფესორი გიორგი ჯაყელი (შტუტგარტის უნივერსიტეტი), ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, აკადემიკოსები  ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე. ღონისძიება თანადაფინანსებულია „ფოლკსვაგენის“ ფონდის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციას მასპინძლობს ილიას სახელმწიფო […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივნისი 3, 2019

მიმდინარე წლის 29 მაისს ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვლადიმერ ციციშვილის მოხსენება თემაზე: „ცეოლიტების გამოყენება სოფლის მეურნეობაში და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები“. ცეოლითები – ბუნებრივი ან სინთეზური კრისტალური ალუმინსილიკატები განვითარებული მიკროფოროვანი სისტემით. ცეოლითების ფართო გამოყენება ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში განპირობებულია მათი უნიკალური მოლეკულურ-საცრული, სორბციული, იონმიმოცვლითი და კატალიზური თვისებებით. […]

გაგრძელება

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა

  • მაისი 30, 2019

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 25 მაისის N 25/05/04 განკარგულებით გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, წლების მანძილზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით (გარდაცვალების შემდეგ).

გაგრძელება