არქივი

ელენე აბაშიძე – 100

  • მარტი 22, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 18 მარტს, გაიმართა გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ელენე აბაშიძის 100 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა, შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ერეკლე გამყრელიძემ.  მოხსენება – „ელენე აბაშიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წარმოადგინა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით კერესელიძემ; შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებს, მოგონებებს და მისალემებებს. გამოჩენილი მეცნიერი ელენე […]

გაგრძელება

ეროვნული პრემიის ლაურეატები

  • იანვარი 25, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს რამაზ ქაცარავას,  ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს  დავით ტუღუშსა და  ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის:  „პოლიმერული ბიომიმეტიკები – ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის – დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 22 დეკემბრის  განკარგულება # 22/12/01-ით 2021 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ. ნაშრომთა ციკლი მოიცავს ახალი ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, […]

გაგრძელება

ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

  • იანვარი 19, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2022 წლის 12 იანვარს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ; პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები და პრეზიდიუმის წევრები. სხდომაზე მოხსენებით, – ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქმიანობის შესახებ, დამსწრეთა წინაშე წარსდგა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე. მან აღნიშნა, რომ ენციკლოპედიის მთავარი საქმიანობაა […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • დეკემბერი 28, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის ლაურეატებისათვის დიპლომების გადაცემა; ინფორმაცია 2021 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუშაობის შესახებ (მომხსენებელი – სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია); აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში

  • დეკემბერი 26, 2021

მე-80 საიუბილეო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძირითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2020 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 46 და […]

გაგრძელება

ზურაბ ანჩაბაძე – 100

  • დეკემბერი 26, 2021

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მეცნიერების განვითარებაში. ზუსტად ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გამოჩენილი სწავლული ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, უმაღლესი სკოლის ღვაწლმოსილი მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ანჩაბაძე, რომლის დაბადებიდან 100 წლის იუბილე სათანადოდ აღინიშნა მეცნიერებათა აკადემიაში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული […]

გაგრძელება

აკადემიკოსი კონსტანტინე წერეთელი – 100

  • დეკემბერი 21, 2021

სემიტოლოგიის ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. მისმა შრომებმა ფართოდ გაუთქვეს სახელი სემიტოლოგიის ქართულ სკოლას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა. სასიქადულო მეცნიერის ღირსეულმა მოწაფემ ნაყოფიერად იღვაწა. მთელი მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მაგალითის მიმცემია მეცნიერთა ახალი თაობისათვის. […]

გაგრძელება

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • ნოემბერი 22, 2021

2021 წლის 19 ნოემბერს, მეცნიერებათა აკადემიას ეწვიენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და პროგრამების კოორდინატორი განათლებისა და მეცნიერების დარგში ნინო (ნიკა) ყოჩიშვილი. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს, როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი,  იგი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. სტუმრები […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 12, 2021

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა გამონაკლისი და ჩვენც ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ მოვლენას. წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 28 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით. გამოჩენილ მეცნიერებს მიესალმნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი […]

გაგრძელება

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ბიუსტის გახსნა

  • ოქტომბერი 29, 2021

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მეორე სართულზე, რუსთაველის კომიტეტის ფოიეში თამაზ გამყრელიძის ბიუსტის საზეიმოდ გახსნა. ბიუსტი, რომელიც შექმნილია ცნობილი მოქანდაკის, აკადემიკოს მერაბ მერაბიშვილის მიერ, ჩამოსხმულია თაბაშირში. ღონისძიება გახსნა აკადემიკოსმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა. ბატონი თამაზის უდიდესი ღვაწლის შესახებ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე მის მოქალაქეობრივ […]

გაგრძელება