არქივი

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია

  • აპრილი 3, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 6 მარტს მოეწყო მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნის – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“  წარდგენა. მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ პირველად ხდება ჩვენს საეკლესიო ისტორიოგრაფიაში განზოგადებული გამოკვლევა თემისა – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“. მრავალი რუსი მეცნიერი, განსაკუთრებით დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ყარაჩაელი, ბალყარელი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სხვა  […]

გაგრძელება

აზიის მეცნიერი ქალები: მათი შთამბეჭდავი ისტორიები

  • თებერვალი 28, 2019

ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის კოორდინირებით, აზიის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებების ასოციაციის სპეციალურმა საბჭომ „ქალები მეცნიერებასა და საინჟინრო საქმეში” (WISE) რომლის საბჭოს წევრი არის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილია გამოსცა წიგნი: „აზიის მეცნიერი ქალები: მათი შთამბეჭდავი ისტორიები“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარდგინებით წიგნში შესულია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლიანა მელიქიშვილისა და სტიპენდიატის ია ფიფიას ინტერვიუები (გვ. 27 და 29). ბმულ ფაილში […]

გაგრძელება

შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდთან

  • თებერვალი 27, 2019

მიმდინარე წლის 18 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ შეხვედრა გამართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ზვიად გაბისონიასთან და ფონდის სხვა წარმომადგენლებთან. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, წევრ კორესპოდენტი რამაზ ხუროძე და ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი. განიხილეს აკადემიასა […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 5, 2019

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 16 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა თსუ-ს პ.მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის გიორგი წინწკალაძის მოხსენება: „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი მინერალის სამშენებლო მასალების დანამატებად გამოყენების პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ სამშენებლო მასალების სტრუქტურის მოდიფიცირების ინოვაციური მეთოდია მათ შემადგენლობაში მაღალაქტიური დანამატების შეყვანა, ხოლო საქართველოში ბუნებრივი მინერალური ნედლეულის დიდი არჩევანი შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ […]

გაგრძელება

ქალთა დაჯილდოვება ქალთა დაჯილდოვება

  • თებერვალი 5, 2019

„საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის“ მოღვაწეობის 15 წლის და ამ ასოციაციის ამაგდარი ფუძემდებლის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ნანული ჭავჭანიძის საიუბილეო თარიღის, დაბადების 80 წლის აღსანიშნავად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2018 წლის 21 ნოემბერს საზეიმო სხდომა გაიმართა. სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და აკადემიკოს-მდივანმა რამაზ […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა – 75

  • თებერვალი 5, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 9 იანვარს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ექიმის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის ამღორძინებლის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო-საიუბილეო სხდომა. ფრიდონ თოდუა იყო ქართული მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სახელგანთქმული ექიმი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი. ფასდაუდებელია აკადემიკოს ფრიდონ თოდუას […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნოდარ ბერიკაშვილი – 90

  • იანვარი 30, 2019

მიმდინარე წლის 25 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და თსუ ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტმა აკადემიაში ჩაატარეს თვალსაჩინო ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის დაბადების 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. დიდია აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის ღვაწლი საქართველოში თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარგის – ალგებრული ტოპოლოგიის დანერგვის საქმეში. მეცნიერის პირველხარის­ხო­ვანი ნაშრომები ზოგად სივრცეთა ჰომოლოგიის […]

გაგრძელება