არქივი

წიგნი “INNOVATIONS IN DIALYSIS VASCULAR ACCESS SURGERY”

  • აპრილი 22, 2021

რედაქტორი: პროფ. არჩილ ჩხოტუა ამ წიგნში მოცემულია ჰემოდიალიზით დაავადებულ პაციენტებში სისხლძარღვთა წვდომის ძალიან მნიშვნელოვანი თემის უახლესი მიღწევების ანალიზი. მთელ მსოფლიოში მუდმივად იზრდება დიალიზით დაავადებულთა რიცხვი. ამ პაციენტებისთვის გრძელვადიანი და კარგად ფუნქციონირებადი სისხლძარღვოვანი წვდომა სიცოცხლის გადარჩენის შანსს წარმოადგენს. ამიტომ, სისხლძარღვოვანი სისტემის წვდომის წარმატებით დამკვიდრებასა და სათანადო მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წიგნში ამომწურავად მიმოხილულია სისხლძარღვების წვდომის მენეჯმენტთან […]

გაგრძელება

ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი

  • თებერვალი 1, 2021

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: “ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში”. ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს […]

გაგრძელება

აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

  • თებერვალი 1, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის მიერ მომზადდა და საზღვარგარეთ გამოიცა ქართულ ენაზე აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის თანაავტორები არიან  ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ალექსანდრე მეგრელიძე და ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი გივი წილოსანი. ლექსიკონში 452 გვერდზე მოცემულია აგრონომიული, საინჟინრო, აგროქიმიური, ნიადაგური და მცენარეთა დაცვის ტერმინთა განმარტებები, მათი სინონიმები. ლექსიკონის რედაქტორები არიან:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის […]

გაგრძელება

მნიშვნელოვანი გამოცემა

  • დეკემბერი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოცემულ ნაშრომში „ბავშვები – ტერორიზმის მომავალი“ ავტორი, ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დავით სუჯაშვილი, სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო დანაშაულობების, ტერორიზმის ჭრილში ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის კიბერდამოკიდებულებასა და მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან მომავალ თაობაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ბავშვები, […]

გაგრძელება