Monthly Archives: თებერვალი 2020

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე – 90

  • თებერვალი 27, 2020

2020 წლის 26 თებერვალს,  მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსის, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსენება – „თანამედროვე ფიზიკის ზოგიერთი გამორჩეული საკითხი“, გააკეთა აკადემიკოსმა ნოდარ ცინცაძემ. ნოდარ ცინცაძემ შექმნა მსოფლიოში აღიარებული პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლა.  ასევე დიდია მისი დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების […]

გაგრძელება

განცხადება

  • თებერვალი 24, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც აკადემიკოსობის კანდიდატებად წარმოადგინეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა და  სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა: კანდიდატის გვარი, სახელი სპეციალობა,  ვაკანსია საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება   ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა – 1 ვაკანსია ნუგზარ   მგელაძე ელდარ   ნადირაძე ზურაბ  პაპასქირი ზაზა ს ხირტლაძე კიაზო  ფიცხელაური     ფილოსოფია, პოლიტოლოგია – 1 ვაკანსია […]

გაგრძელება

შეხვედრა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან

  • თებერვალი 21, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 21 თებერვალს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე საკითხები. სხდომის დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და აკადემიის პრეზიდიუმის წევრებმა გულითადად მიულოცეს მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს მორიგი გამარჯვება – მან მიმდინარე წელს 11:0 დაამარცხა პოლონელი მეტოქე და თავის კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. აკადემიის პრეზიდენტმა მას საჩუქრად გადასცა […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • თებერვალი 20, 2020

მიმდინარე წლის 19 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ენერგეტიკული მიდგომა ფარმაკოლოგიასა და მცენარეთა დაცვაში“, –  წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ ჭირაქაძე. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, – „მარტივი და თვალსაჩინო მათემატიკური მოდელი – ეგრეთ წოდებული იზობოლების მეთოდი – მოდიფიცირდა და გამოყენებულ იქნა სამი ინსექტიციდური პრეპარატის ნარევი […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 18, 2020

ცენტრის 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რევაზ ქავთარაძის (რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი) მოხსენება თემაზე: „წყალბადის დიზელი – მომავლის ძრავა. შექმნის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე მდგარი გლობალური ენერგეტიკული და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სატრანსპორტო ენერგეტიკის განითარებაზე.  ცხადი გახდა, რომ ამ ენერგეტიკის […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • თებერვალი 17, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 12 თებერვალს ჩატარდა აკადემიის „მთის“ კომისიის მორიგი სხდომა (სხდომის თავმჯდომარე აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, სწავლული მდივანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი). კომისიის სხდომაზე მოსმენილ იქნა საკითხი ლენტეხი-მესტიის გზის და გვირაბის მშენებლობის შესახებ. ეს პროექტი უნიკალურია ქვეყნის მასშტაბით, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო დანიშნულებით. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესტიის, ლენტეხის, ლეჩხუმის, […]

გაგრძელება

ანონსი

  • თებერვალი 17, 2020

ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შესმწავლელი კომისიის სხდომა

  • თებერვალი 10, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდიუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ“   მორიგი სხდომა ჩაატარა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, პროფესორმა ნანა შენგელაიამ და ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრმა, მეცნიერმა, მათემატიკოსმა გია კვაშილავამ წარმოადგინეს უახლესი კვლევები,რომელებიც ეხება პროტოქართველურ ეპოქას, მინოური ხანის პიქტოგრაფიულ დამწერლობას, ფესტოსის დისკოს პროტოქართველური წარწერების სისტემას,  პროტოქართველურ A კლასის ხაზოვან წარწერებს.  არაერთი ცნობლილი მეცნიერის ნაშრომებზე დაყრდნობით მათი […]

გაგრძელება