Monthly Archives: მარტი 2020

კორონომიკული კრიზისი

  • მარტი 25, 2020

29 მარტს, Eurasiareview-ში გამოქვეყნდა აკადემიკოს ლადო პაპავას წერილი კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული საფრთხეებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ ეკონომიკა ამ პირობებში და რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს მომავალი ეკონომიკური რისკების შესამცირებლად. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.eurasiareview.com/29032020-coronomic-crisis-when-the-economy-is-a-hostage-to-medicine-oped/

გაგრძელება

პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი

  • მარტი 19, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებით იუწყება, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თანამედროვეობის უდიდესი არქეოლოგი, პროფ. ოფერ ბარ-იოზეფი. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, საქართველოს ერთგული მეგობარი და მეცნიერი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა, საქართველოში, პრეისტორიული მეცნიერების განვითარებაში. უმაღლესი განათლება მან იერუსალიმში, ჰიბროუს უნივერსიტეტში მიიღო. ოფერ ბარ-იოზეფი 1967 წელს ჰიბროუს უნივერსიტეტის, ხოლო […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • მარტი 12, 2020

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისა და შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება აკადემიკოსების არჩევნების პროცესის რამდენიმე თვით (ქვეყანაში კორო­ნავირუსის დასრულებამდე)  შეჩერების შესახებ.   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 10, 2020

ცენტრის 2020 წლის 6 მარტის სხდომაზე განხილული იქნა ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორების მანანა კაჭახიძისა და ნინო კაჭახიძე-მერფის მოხსენება: „მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოდელი და ძლიერი მიწისძვრების  პროგნოზირების მეთოდები“.  მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მიწისძვრის  მომზადების, მოხდენის და შემდგომდროინდელ (ავტერშოკების ჩაცხრომამდე) პერიოდებში თითქმის ყველა გეოფიზიკური ველი განიცდის ანომალურ შეშფოთებებს. მომხსენებლებმა, კვლევების საფუძველზე, შეძლეს ზემოთ აღნიშნული ანომალური გეოფიზიკური […]

გაგრძელება

კანდიდატთა მოხსენებების გრაფიკი

  • მარტი 9, 2020

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება სპეციალობა – ფილოსოფია, პოლიტოლოგია კანდიდატის გვარი, სახელი მოხსენებათა მოსმენის თარიღი 1.   ომარ გოგიაშვილი 10 მარტი, 1200 სთ 2.   მამუკა დოლიძე 10 მარტი, 1230 სთ 3.   ლელა ალექსიძე 13 მარტი, 1200 სთ 4.   ვალერიან რამიშვილი 13 მარტი, 1230 სთ   სპეციალობა – ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა კანდიდატის გვარი, სახელი მოხსენებათა მოსმენის თარიღი 1.   […]

გაგრძელება

საექსპერტო კომისიების შემადგენლობა

  • მარტი 9, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემი­კოსობის) კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებით 2020 წლის 6 მარტის პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცდა სამეცნიერო განყოფილებებში საექსპერტო კომისიების შემადგენლობა. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება: აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი (თავმჯდომარე) აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი   საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმციული ტექნოლოგიების განყოფილება: აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე აკადემიკოსი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 6, 2020

მიმდინარე წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ“ მორიგი სხდომა ჩაატარა, რომლის თემა გახლდათ –  „ქართული სკოლის მოდელი“, ხოლო  მომხსენებელი –  ისტორიის მეცნიერებათა  დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი სერგო დუმბაძე. სხდომა გახსნა  კომისიის თავჯდომარემ,  აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. კომისიის წევრებს მომხსენებელმა  მოკლედ გააცნო წარმოდგენილი პროექტის შინაარსი და ამ პროექტის სამომავლო […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 27 თებერვალს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მე-5 სხდომა, რომელიც მიეძღვნა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მასში მონაწილეობა მიიღეს: კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ; ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ნოდარ მითაგვარიამ; პარლამენტის […]

გაგრძელება

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მოხსენება

  • მარტი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – „ეკონომიკური პოლიტიკის მიმართება ეკონომიკურ მეცნიერებასთან და პოსტკომუნისტური საქართველოს გამოცდილება“ წარსდგა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, – „არც თუ იშვიათად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმთავრეს ხელშემშლელ ფაქტორად მისი პოლიტიზაცია აღიქმება. სინამდვილეში ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და ამდენად, „ეკონომიკის პოლიტიზაციის“ თავიდან აცილება […]

გაგრძელება

ლია მელიქიშვილის წიგნის წარდგინება

  • მარტი 2, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 28 თებერვალს გაიმართა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეთნოლოგის ლია მელიქიშვილის წიგნის – „ტრადიციული კულტურა და საზოგადოება“ წარდგინება (რედაქტორები: აკადემიკოსები როინ მეტრეველი და დავით მუსხელიშვილი). წიგნი წარმოადგენს საზღვრისპირა რეგიონებში მრავალწლიანი მუშაობის შედეგს; ადამიანის და საზოგადოების მთლიანობაში შესწავლით განსაზღვრულია ტრადიციული კულტურის როლი ახალი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. როგორც წინათქმაშია ნათქვამი, – „წინამდებარე წიგნის ავტორმა […]

გაგრძელება