Yearly Archives: 2022

სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე

  • ნოემბერი 28, 2022

საბჭოს სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს. საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით და მასში შევიდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭომ შეისწავლა ლუდის ხარშვის  ისტორია და კულტურა ფშავ-ხევსურეთში, თუშეთსა და ცხინვალის რეგიონში და მოამზადა ტრადიციული მთის […]

გაგრძელება

მურმან ლებანიძე -100

  • ნოემბერი 21, 2022

2022 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით, დიდი ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბი­ლეო საღამო ჩატარდა. იუბილე შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, პოეტის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აკადე­მიკოსებმა როინ მეტრეველმა და ავთანდილ არაბულმა. საღამოს წამყვანი გახლდათ პოეტი დავით შემოქმედელი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მანგლელი […]

გაგრძელება

ისტორიკოსთა სამეცნიერო სხდომა

  • ნოემბერი 21, 2022

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების გაერთიანებული სამეცნიერო სხდომა. სხდომის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჟურნალ „ისტორიის საკითხების“ გამოცემის შესახებ. მან საზოგადოებას აუწყა, რომ შექმნილია სამეცნიერო მიმართუ­ლება, რომელიც სპეციალურად შეისწავლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიისა და კულტურის […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია

  • ნოემბერი 21, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს კონფე­რენ­ცია თემაზე: „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები“; კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: პრობლემები და პერსპექტივები”. მომხს. სოფიო ბახტაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი­ტეტი, ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნელი, პროფე­სორი; „დიაბეტის, არაგადამდები დაავადებების და კომორბიდული მდგომარე­ობის რისკის ფაქტორების პრევენცია და მართვა“. […]

გაგრძელება

კონკურსი “Antonio Feltrinelli”-ის პრიზის მოსაპოვებლად

  • ნოემბერი 17, 2022

Antonio Feltrinelli-ის ფონდი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, აჯილდოვებს მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლებს. პრიზები შეიძლება გადაეცეთ, როგორც იტალიელებს, ასევე უცხოელებს. დაჯილდოვება ხდება შემდგომი დისციპლინების მონაცვლეობით ყოველწლიურად: ჰუმანიტარული მეცნიერებები ფიზიკა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ლიტერატურა ხელოვნება მედიცინა დამატებითი პრიზი დაწესებულია განსაკუთრებული მორალური და საქველმოქმედო აქტივობისათვის. 2023 წელს Antonio Feltrinelli-ს პრიზი გადაეცემათ სპეციალურად: 5 საერთაშორისო პრიზი, როგორც იტალიელებისათვის, ასევე […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 13, 2022

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის“ სხდომა, სადაც მოისმინეს  თსუ პროფესორის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ  ნოდარ ელიზბარაშვილის მოხსენება – „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების პრობლემები და კულტურული ლანდშაფტების კონცეფცია“. სხდომას ესწრებოდნენ მთის განვითარების სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 12, 2022

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველწლირად აღნიშნავს ამ თარიღს.  წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 31 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით. გამოჩენილ მეცნიერებს მიესალმნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები. საქართველოს […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 12, 2022

2022 წლის 04 ნოემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომაზე მოსმენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და  აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა შაფაქიძის მოხსენება: „საქართველოს მეაბრეშუმეო­ბისათვის ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ   საქართველოს დღევანდელი მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესი სიძნელეებს განიცდის, რაც გამოწვეულია ამ დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მხრივ ჩამორჩენით, […]

გაგრძელება

პროფესორ ლევან გიგინეიშვილის მოხსენება

  • ნოემბერი 12, 2022

2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდიუმმა მოისმინა პროფესორ ლევან გიგინეიშვილის მოხსენება  – „იოანე პეტრიწის დიალექტიკური მეთოდი და თანადროული ინტელექტუალურ-რელიგიური პროცესები ბიზანტიაში“ . მომხსენებელმა აღნიშნა, რომ, – „იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში დიალექტიკას გადამწყვეტი როლი უკავია, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იოანე პეტრიწისთვის დიალექტიკა განსაზღვრავს ფილოსოფიას. დიალექტიკა, რომელიც ეფუძნება სილოგისტიკის (პეტრიწის ენით „თანშესიტყვის“) იძულებას, ანუ ჭეშმარიტი […]

გაგრძელება

ინოვაციები კოვიდ-19-ის პათოლოგიის მკურნალობაში

  • ნოემბერი 2, 2022

დღესდღეობით კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება მსოფლიოსათვის კოვიდ-19-თან ბრძოლა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა 14 მარტს მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ გამართული სხდომა, სადაც მოხსენებით – „სულაჟერი – დაკვირვებები და კვლევები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“,  წარსდგა თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე თავართქილაძე. სულაჟერი წარმოადგენს ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც მიღებულია მცენარე Polygonum Cuspidatum-ის (დვალურა) დაშლით, აქტიური […]

გაგრძელება