Yearly Archives: 2022

პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენება პრეზიდიუმის სხდომაზე

  • ივლისი 26, 2022

მიმდინარე წლის 22 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – „ჰიდროტექნიკური ნაგებობები საქართველოში (სტრუქტურა, პრობლემები და პერსპექტივები)“ , წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.  მოხსენებაში განხილული იყო ქართული ჰიდროინჟინერიის სფეროში არსებული ჰ/ტ ნაგებობების სტრუქტურა, აქტუალური ფუნქციები, პრობლემები, მდგრადი და ეფექტური განვითარების თვალსაზრისით. საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი რელიეფის, მრავალრიცხოვანი მდინარეების, ზღვის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 26, 2022

2022 წლის 19 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, – პროფესორ რაულ თურმანიძის მოხსენება თემაზე: „მექატრონული სისტემების საექსპლუატაციო მახასიათებლების როლის კვლევა „ინდუსტრია-4.0“-ით გათვალისწინებული რეფორმების დაჩქარების საქმეში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მეოთხე სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია, რომელიც ცნობილია  შემოკლებული დასახელებით „ინდუსტრია-4.0“, რომლის საბოლოო მიზანია რთული საწარმოო-ტექნოლოგიური […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება

  • ივლისი 22, 2022

მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც დაამტკიცა აკადემიის წლიური (2021წ.) ანგარიში.

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

  • ივლისი 12, 2022

საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნულ აკადემიასა და  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს. სამი წლის ვადით  გაფორმებული მემორანდუმი, მხარეთა შორის, ხარისხიან და ობიექტურ, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებასა და გაცვლას შეუწყობს ხელს. ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2022

მიმდინარე წლის 7 ივლისს,  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სპეციალური სხდომა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა წინადადებები შესწორებებისათვის საქართველოს კანონში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. სხდომაზე მოხსენება წარმოადგინა მთის კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, აღნიშნული კანონის შემუშავებისა და მიღების აქტიურმა მონაწილეებმა, ბატონებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და მირიან […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2022

მიმდინარე წლის 6 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თემა: „გრაკლიანის ისტორიის ორი ეტაპი – მოსაზრებები“ (მომხსენებელი – თსუ პროფესორი, არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი). გრაკლიანი გორა,  რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, უშუალოდ ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მდებარეობს,   საქართველოსთვის  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ძეგლს წარმოადგენს, რადგან […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ივლისი 7, 2022

2022 წლის 4 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა  აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. განსახილველი თემა გახლდათ: „ტუბერკულოზის დარგში მიმდინარე ტრასლაციური კვლევები და მათი მნიშვნელობა გლობალურად და საქართველოში“. მომხსენებლები: ზაზა ავალიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი და […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 1, 2022

2022 წლის 27 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ფირმა „EMCoS LLC“-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ფაიკ ბოგდანოვის მოხსენება „ელექტრომაგნიტური გამოსხივების, გაბნევისა და ანტენური ამოცანების მოდელირება სინგულარული ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის ინოვაციური რიცხვითი მეთოდების გამოყენებით“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების, გაბნევისა და ანტენების მოდელირების პრობლემა, როგორც წესი, უკავშირდება ელექტროდინამიკის სასაზღვრო ამოცანებს, რაც ნიშნავს, რომ ის, […]

გაგრძელება

კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში

  • ივნისი 29, 2022

2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია: „კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში“, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით გამოვიდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას  უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და […]

გაგრძელება

კიბერეთნოგრაფია ტრადიციების გადარჩენა: არსებობის გაგრძელება ვირტუალურ ველში

  • ივნისი 29, 2022

მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თმა გა­მორ­ჩე­უ­ლმა პირ­მ­შომ – ინ­ტერ­ნე­ტის მსოფ­ლიო ქსე­ლმა – მა­ნამ­დე სა­უ­კუ­ნე­თა განმავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ და, თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბით, სა­მუ­და­მოდ დამ­ყა­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, სამეც­ნი­ე­რო, სა­ინ­ფორ­მა­ციო და სხვა კავ­ში­რებს აშ­კა­რად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა შეს­ძი­ნა, რა­მაც კა­ცობ­რი­ო­ბის შემეცნე­ბის ჰო­რი­ზონ­ტი უს­აზღ­ვ­როდ გა­ა­ფარ­თო­ვა. ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია სა­მეც­ნი­ე­რო ურთიერ­თო­ბე­ბის ძვე­ლი ფორ­მე­ბი, ახ­ალი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის კო­ლე­გე­ბი­სად­მი გა­ზი­ა­რე­ბის უწ­ინ­დე­ლი მეთოდე­ბი დღეს­დღე­ო­ბი­თაც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ სწავ­ლულ­თა […]

გაგრძელება