Yearly Archives: 2023

ანონსი

  • დეკემბერი 23, 2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, გიწვევთ საიუბილეო სხდომაზე, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ აკაკი სურგულაძის დაბადებიდან 110  წლისთავს.  საიუბილეო სხდომა გაიმართება 2023 წლის 26 დეკემბერს, სამშაბათს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 19, 2023

2023 წლის 15 დეკემბერს „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ“ „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისასთან“ ერთად სხდომა გამართა. თემა: „დავითგარეჯი – ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები“; მომხსენებლები: ასოც. პროფესორი თენგიზ გორდეზიანი და პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი. მოხსენებაში გახილული იქნა შემდეგი საკითხი: დავითგარეჯის მეცნიერული კველვა ისტორიულ, კატოგრაფიულ და სამართლებრივ ჭრილში. მეცნიერებმა კომისიის წევრებს გაცნეს 1915 წლამდე არსებული კატოგრაფიული წყაროები, 1937 წლის […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • დეკემბერი 19, 2023

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ქალაქ ყვარლის  მოსახლეობის უსაფრთხოება  წყალდიდობებისა და ღვარცოფებისაგან“      2023 წლის 8 – 10 დეკემბერს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაციამ ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრმა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022 – […]

გაგრძელება

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის საკითხებზე სემინარი გაიმართა

  • დეკემბერი 18, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სემინარს „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები“ დაესწრო. სემინარი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF)“ ფარგლებში გაიმართა. კერძოდ, ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ორგანიზებით. სემინარს გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, […]

გაგრძელება

საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

  • დეკემბერი 14, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მისი პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ულოცავს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს! ყოველივე ეს ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. საქართველო ოდითგანვე იყო ევროპული მისწრაფებების ქვეყანა და ეს მისი პროგრესის, მისი კულტურის და ტრადიციების აღიარებაა.

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან

  • დეკემბერი 12, 2023

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტებში: შანდუნის პროვინციის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქ. ზიბო; ხენანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და კვების უნივერსიტეტი (Northwest A&F University), ქ. სინიანი; გუანდუნის პროვინციის –  სამხრეთ ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტი, ქ. გუანჯოუ. მიწვევის  ინიციატორები გახლდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

  • დეკემბერი 12, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელ მეთიუ ბუსკეს და გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის (DGA1 ENV) ხელმძღვანელ დევორ პეკანს შეხვდა. სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]

გაგრძელება

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი

  • დეკემბერი 11, 2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის აუდიტორიაში მოეწყო აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი თემაზე – „საქართველოს ბიორესურსები“. შეხვედრას ესწრებოდა ფართო წარმომადგენლობა: აკადემიკოსები, ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის ონლაინ-პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოში დღეს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს ტოქსიკური ნაერთებიდან, გარემოს დაცვის ქიმიურ ტექნოლოგიებზე, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებზე დაფუძნებულ ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებზე. ლექციამ დამსწრე […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 11, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის დეპარტამენტის  პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მოხსენება – „რეგენერაციული თერმოდინამიკური ციკლების თბური ეფექტიანობის ანალიზი“. სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

შეხვედრა გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებთან

  • ნოემბერი 28, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში,  საქმიანი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ესტუმრნენ Deutsche Forschungsgemeinschaft-ის (DFG, გერმანიის კვლევითი ფონდი) დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, დოქტორ იორგ შნეიდერისა და ტობიას შტუდემანის შემადგენლობით. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც სტუმრებს  გააცნო აკადემიის ისტორია მისი დაარსების დღიდან დღევანდლამდე, ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებსა და მის წევრებზე. […]

გაგრძელება