Yearly Archives: 2023

მეცნიერებათა აკადემიის ახალი გამოცემა

  • სექტემბერი 14, 2023

2022 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის სამეფო ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა ვირტუალური კონფერენცია – „ანთროპოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის საზოგადოების მომავალი“. ამ კონფერენციის ბაზაზე ახლახანს გამოცემული წიგნი წარმოადგენს კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე —„ტრადიციის კონცეფცია: მისი გადარჩენა, ტრანსფორმაცია და ვირტუალური სამყაროს განახლება“, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ წაკითხული მოხსენებების კრებულს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ამ პანელის თანამონაწილე იყო. კრებულში […]

გაგრძელება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • სექტემბერი 13, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: 1. თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია – ლინგვისტიკის დარგში (3000 ლარი) 2. ევგენი ხარაძის სახელობის პრემია – ფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში (3000 ლარი) 3. შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია – ფილოსოფიის დარგში (3000 ლარი) 4. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ქიმიური ტექნოლოგიების დარგში (3000 ლარი) 5. […]

გაგრძელება

ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

  • სექტემბერი 12, 2023

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღეს მიეძღვნა. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრუნის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირების პრობლემები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. წარმომადგენლობით ფორუმს […]

გაგრძელება

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

  • სექტემბერი 11, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხები, საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა […]

გაგრძელება

რა გავლენა ექნება „ბრიკსის“ გაფართოებას საერთაშორისო დღის წესრიგზე

  • სექტემბერი 4, 2023

28 აგვისტოს კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ლადო პაპავას ინტერვიუ „ბრიკსი“-ს სამიტის შედეგებსა და მის მნიშვნელობაზე. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია – ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით

  • აგვისტო 23, 2023

მიმდინარე წლის 21-26 აგვისტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია, ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროექტის ,,ღვარცოფსაწინააღმდეგო ელასტიკური ბარაჟი“ (AR – 18-1244) ფარგლებში და დაფინანსებით, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით“, სადაც […]

გაგრძელება

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ,,მაცნეს“ წარმატება

  • აგვისტო 22, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“: (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია) „ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში შევიდა. აღნიშნული ჟურნალი (მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი), ფრიად პოპულარული სამეცნიერო გამოცემაა, სადაც ქვეყნდება პირველხარისხოვანი ნაშრომები ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის პრობლემებზე. ჟურნალთან ინტენსიურად თანამშრომლობენ უცხოელი […]

გაგრძელება

თაფლის ფესტივალი

  • აგვისტო 21, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო თაფლის ფესტივალს, რომელიც გაიმართა 19-20 აგვისტოს ბათუმში. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. როგორც აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლნ დოლარის ღირებულების თაფლი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ […]

გაგრძელება

„თუ არ იქნება ჩინური ინვესტიციები, არ იქნება ჩინური ტვირთებიც“

  • აგვისტო 12, 2023

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარ­ტნიორობის შესახებ „კვირის პალიტრა“ ესაუბრა აკადემიკოს ლადო პაპავას. ინტერვიუ იხილეთ აქ.

გაგრძელება

მორიგი გამოხმაურება აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის უცხოურ მონოგრაფიაზე

  • აგვისტო 8, 2023

Georgia Today-ს აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის უცხოურ მონოგრაფიაზე „Homo sapiens and Technogenic Environment”.

გაგრძელება