Monthly Archives: მაისი 2023

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 12, 2023

   ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია   მიმდინარე წლის 27 აპრილს აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია“ გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სახელმწიფო მრჩეველი, დიპლომატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 10, 2023

გიორგი სააკაძის ფენომენი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით  „გიორგი სააკაძის ფენომენი“ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა  პოეტი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. ვაჟა ოთარაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა ქართული ისტორიოგრაფიისათვის ნაკლებად ცნობილ და გიორგი სააკაძის პიროვნებასთან დაკავშირებულ უცნობ ფაქტებზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა […]

გაგრძელება

განცხადება უცხოელი წევრების არჩევის შესახებ

  • მაისი 10, 2023

2023 წლის 5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის უცხოელ წევრებად აირჩია: 1. გერმანელი მეცნიერი, არქეოლოგი, პროფესორი ჰერმან პარცინგერი არქეოლოგიის დარგში 2. ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი ბილალ აიუბი ინჟინერიის დარგში 3. თელ-ავივის უნივერსიტეტის გეოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ლევ ეფელბაუმი გეოფიზიკის დარგში 4. შანდუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იუანდა სონგი ბიოქიმიის დარგში

გაგრძელება

პირველად საქართველოში, შავი ზღვის მეცნიერული კვლევის ობსერვატორია (NPBSO) დაფუძნდება

  • მაისი 9, 2023

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თანახელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ–ეკოლოგიურ პუნქტში, პირველად საქართველოში, ნატოს სტანდარტების გათალისწინებით შავი ზღვის ობსერვატორია (NPBSO) დაფუძნდება, სადაც ინსტიტუტის მეცნიერები შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლიან. სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის  მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში შედის მსოფლიოს […]

გაგრძელება

განცხადება

  • მაისი 9, 2023

2023 წლის 5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეულ იქნენ: 1. გურგენიძე დავით სპეციალობა – ჰიდროტექნიკური ნაგებობები 2. იმედაძე ირაკლი სპეციალობა – ფსიქოლოგია 3. მელიქიშვილი ლიანა  სპეციალობა – საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნების ისტორია 4. ნადარაია ელიზბარ  სპეციალობა – ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი 5. ქადეიშვილი თორნიკე  სპეციალობა – […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 9, 2023

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 24 აპრილის  სხდომაზე მოხსენებით: „ოზონის გენერაციის სისტემა და ტექნოლოგიის გავრცელების გზები“ გამოვიდნენ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო ბურჯანაძე (შპს „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევრად გამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი წივწივაძე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ გამორჩეული ანტისეპტიკური თვისებების გამო ოზონს გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი, […]

გაგრძელება

აკადემიკოსი გივი ცინცაძე – 90

  • მაისი 9, 2023

მიმდინარე წლის 21 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. გივი ცინცაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ; სიტყვით  გამოვიდნენ: აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სხვ. გივი ცინცაძე […]

გაგრძელება

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე – 90

  • მაისი 3, 2023

ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს მინდია სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა… მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი სითბოთი და სიყვარულით ავსებს ყველა იმ ადამიანის გულს, ვისაც ამ არაჩვეულებრივ პიროვნებასთან  ჰქონდა ურთიერთობა. ანტონ ჩეხოვის ცნობილი გამონათქვამი „ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს“ სწორედ ბატონ მინდიაზე იყო ნათქვამი. ეს საოცრად წარმოსადეგი, ლამაზი ადამიანი ასხივებდა სულიერ სისუფთავეს, მაღალ ინტელექტს და დიდ ადამიანურ […]

გაგრძელება