Monthly Archives: ოქტომბერი 2023

პროფესორ ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება

  • ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში შედგა აკადემიის უცხოელი წევრის, ველინგტონის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება თემაზე – „რას აკეთებს ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“. ბატონი ესტატე გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული სპეციალისტი ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის დარგში. მან თავის მოხსენებაში  ისაუბრა მათემატიკის ამ მიმართულების როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით ასპექტებზე. ხატოვანი ენით წაკითხული […]

გაგრძელება

განცხადება

  • ოქტომბერი 10, 2023

შეძრწუნებულები ვართ ისრაელის სახელმწიფოზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე არანახული მასშტაბის ტერორისტული თავდასხმით. ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი ტერორისტები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დახოცეს ქალები და ბავშვები, მძევლად აიყვანეს ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასობით რაკეტა ესროლეს ისრაელის სამოქალაქო დასახლებებს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ფანატიზმი და ტერორიზმი – ბნელი ძალა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს მთელ კაცობრიობას. ფანატიკოსებს და ტერორისტებს არ გააჩნიათ […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ

  • ოქტომბერი 9, 2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. აკადემიური საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და […]

გაგრძელება

პრეზიდიუმის სხდომა

  • ოქტომბერი 8, 2023

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა. ისტორიიის მეცნიერებათა დოქტორმა  ამირან კახიძემ  გააკეთა მოხსენება  – „ტრანსკონტინენტურ სივრცეში პოლიმეტალების მეტალურგიასთან დაკავშირებული ახლადაღმოჩენილი მეგალითური კულტურის უძველესი კერების კვლევის უმთავრესი შედეგები (ნოვაციები, ძირითადი მახასიათებლები, გავრცელების არეალი, პერსპექტივები)“. მან  აღნიშნა, რომ ბათუმის არქელოგიური მუზეუმი მეტად ნაყოფიერ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

  • ოქტომბერი 3, 2023

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე და „ილიას ფონდის“ გამგეობის წევრები – ზურაბ ჩხაიძე, ივანე ამირხანაშვილი და უჩა შერაზადიშვილი ესტუმრნენ.  ღონისძიებას, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ გახსნა, აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ბატონმა ანდრო ბედუკაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, „ილიას ფონდი“ 1998 წელს დაფუძნდა და იგი ილია […]

გაგრძელება

სემინარი – ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა, კვლევა

  • ოქტომბერი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. მოხსენებით  –  „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა,  კვლევა“, მსმენელთა წინაშე წარსდგა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე. მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგები, რომლებიც შესრულებულია ქიმიის მეცნიერებათა […]

გაგრძელება