Yearly Archives: 2024

წიგნის „ABC of Transport Diplomacy“-ის („სატრანსპორტო დიპლომატიის ანბანი“) პრეზენტაცია

  • მაისი 16, 2024

2024 წლის 16-17 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში ჩატარებულ გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე მდგრადი ტრანსპორტის შესახებ, სადაც ქართული მხარე საგანგებოდ იყო მიწვეული,  გაიმართა წიგნის „ABC of Transport Diplomacy“-ის („სატრანსპორტო დიპლომატიის ანბანი“) პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა სატრანსპორტო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის მიერ და რომლის თანაავტორიც გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე. აღნიშნული წიგნი […]

გაგრძელება

ქართველი მეცნიერების აღმოჩენა

  • მაისი 16, 2024

ქართველი მეცნიერების მიერ აღმოჩენილია სრულიად განსხვავებული გენომის მქონე ბაქტერიული ვირუსი, რის გამოც ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა შემოიღო ახალი ტაქსონი – გვარი: Dibbivirus ა.წ. 13 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმზე  აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „ახალი ბაქტერიული ვირუსი და ახალი გვარი Dibbivirus ვირუსების ტაქსონომიაში“. მომხსენებელმა წარმოადგინა დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, რამოდენიმე წლის წინ, პომიდვრის […]

გაგრძელება

აკადემიკოს თამაზ შილაკაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • მაისი 14, 2024

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტს, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ღირსებისა და ღირსების საერთაშორისო ორდენების მფლობელს, თამაზ შილაკაძეს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის კონკურსის შედეგები

  • მაისი 14, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:   ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეც­ნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის   „ელექტრო­მაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალ­კომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“ გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომო­ლოგიური ალგებრა“ გიორგი ნიკო­ლაძის სახელობის […]

გაგრძელება

თბილისში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

  • მაისი 13, 2024

მიმდინარე წლის 2 მაისს, ქალაქ თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის 8 ნომერში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ (ალეკო) თავხელიძის (1930-2010) მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე, აკადემიკოსები:  ვლადიმერ ციციშვილი, ალექსანდრე […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 1, 2024

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსის, ბატონ დავით მაღრაძის მოხსენება: ,,საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“. მოხსენებაში განხილული იყო ვენახების კადასტრი, როგორც საინფორმაციო ბაზა, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია მევენახეების, ვენახებისა და მეღვინეობის სუბიექტების შესახებ, […]

გაგრძელება

პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადების 110 წლის იუბილე

  • აპრილი 29, 2024

გამოჩენილ აფხაზ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის  პრემიების ლაურეატს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი […]

გაგრძელება

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ასაფ გაჯიევის ვიზიტი

  • აპრილი 22, 2024

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში, მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო PABSEC-ის გენერალურმა მდივანმა ასაფ გაჯიევმა და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების და შავი ზღვის უნივერსიტეტების  ქსელის დელეგაციებმა. შეხვედრაში […]

გაგრძელება

თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავსადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

  • აპრილი 22, 2024

მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დოვლეტმირატ სეიტმამედოვის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დელეგაციას მასპინძლობდა. აკადემიას ასევე ესტუმრა სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული   თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიისა და არქეოლოგიის დირექტორი  და ამ […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • აპრილი 21, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ერონულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის (კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული; სწავლული მდივანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი) სხდომა თემაზე: „საქართველოს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული პრობლემები“. სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის წევრები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის თემურ შენგელია, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ჭელიძე (მთავარი მომხსენებლები). სხდომაზე იმსჯელეს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის […]

გაგრძელება