არქივი

წიგნის – საქართველოს აგრარული კულტურა – წარდგინება

  • მაისი 28, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვ­ნულ ბოტანიკურ ბაღთან ერთად მომზადებული მონოგრაფია – „საქართველოს აგრარული კულტურა“. წიგნის ავტორები გახლავთ: აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი, გენე­ტიკოსი, ეთნობოტანიკოსი, აკადემიური დოქტორი ინეზა მაისაია, ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ბაცაცაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე და  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი […]

გაგრძელება

რეზო ადამიას წიგნის წარდგინება

  • მაისი 19, 2022

მხატვრის თვალით დანახული დიდი მწერალი – კონსტანტინე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 17 მაისს გაიმართა მწერალ და მხატვარ რეზო ადამიას წიგნის, – „კონსტანტინე“ – წარდგინება; წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ღინისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები: ლევან ღვინჯილია, გოგი გოგოლაშვილი და […]

გაგრძელება

ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პროფესორ ევა ზაჟიმალოვას ვიზიტი

  • მაისი 4, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმდინარე წლის 2 მაისს ფრიად საქმიანი და საინტერესო ვიზიტით ეწვია ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ევა ზაჟიმალოვა და სენატორი, ჩეხეთის პარლამენტის განათლების, კულტურისა და ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოსი. სტუმრებს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიკოსები […]

გაგრძელება

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი

  • აპრილი 19, 2022

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ეხმარება სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრაში – სტრატეგიული სამეცნიერო თემებიდან ფუნქციონალურ პრიორიტეტებამდე   დაძმობილების პროექტმა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გასაძლიერებლად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად 2022 წლის 23-25 მარტს გამართა რამდენიმე ინტერვიუ ფოკუს ჯგუფებში. შეხვედრაზე  სხვადასხვა  კლასტერის, ასოციაციისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის შესაძლო […]

გაგრძელება

ეროვნული პრემიის ლაურეატები

  • იანვარი 25, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს რამაზ ქაცარავას,  ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს  დავით ტუღუშსა და  ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის:  „პოლიმერული ბიომიმეტიკები – ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის – დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 22 დეკემბრის  განკარგულება # 22/12/01-ით 2021 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ. ნაშრომთა ციკლი მოიცავს ახალი ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, […]

გაგრძელება

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • ნოემბერი 22, 2021

2021 წლის 19 ნოემბერს, მეცნიერებათა აკადემიას ეწვიენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და პროგრამების კოორდინატორი განათლებისა და მეცნიერების დარგში ნინო (ნიკა) ყოჩიშვილი. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს, როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი,  იგი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. სტუმრები […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 12, 2021

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა გამონაკლისი და ჩვენც ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ მოვლენას. წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 28 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით. გამოჩენილ მეცნიერებს მიესალმნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი […]

გაგრძელება

მეფე ერეკლე II-სადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • ნოემბერი 8, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ქართლ-კახეთის მეფეთ-მეფის ერეკლე II ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

  • ივლისი 18, 2021

მიმდინარე წლის 16 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა აკადემიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მეცნიერული მიღწევების შესახებ საზოგადოების ადექვატური ინფორმირებისა და საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის საქმეში თანამშრომლობის მიზნით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ – გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე და ახალი და მიმდინარე […]

გაგრძელება

შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

  • ივლისი 1, 2021

30 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას სტუმრობდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები – უილიამ სეიბერი (Willaim Sieber) აშშ-ს საელჩოს პოლიტ. ოფიცერი (Political Officer); აშშ–ს საელჩოში გარემოს, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ჯანდაცვის ოფიცერი და საელჩოს ქართველი წარმომადგენელი. აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა და პროფ. გია ხატისაშვილმა გააცნეს საელჩოს წარმომადგენლებს მათ მიერ […]

გაგრძელება