არქივი

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივლისი 5, 2026

  მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. ღონისძიების ფარგლებში თელავის საპატიო მოქალაქემ ირაკლი კალანდიამ წარმოადგინა თავისი წიგნი – „ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძე – ჩემი წინაპარი“ და მოხსენება – „წინანდლის ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო – ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“.  ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის […]

გაგრძელება

ეროზიულ – ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები

  • ივლისი 5, 2026

მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების  სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების წევრები, აკადემიკოს-მდივანი ბიძინა კორახაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები და ცოტნე მირცხულავას წყალთამეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები. მოხსენებით – „ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები“, გამოვიდა დიდი […]

გაგრძელება

სასკოლო მედიცინა – თანამედროვე გამოწვევები და შესაძლო პასუხები

  • ივნისი 29, 2026

მიმდინარე წლის 18 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა თემაზე: „სასკოლო მედიცინის აქტუალური გამოწვევები“. მომხსენებლები იყვნენ: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა – „სასკოლო მედიცინა, როგორც გლობალური პრობლემა“  და მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე ლიანა სირაძე – „ სასკოლო მედიცინის განვითარების ორგანიზაციული […]

გაგრძელება

3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე

  • ივნისი 29, 2026

მიმდინარე წლის 25 ივნისს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო სხდომა, რომელზევ გამოტანილი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ბუხრაშვილის მოხსენება – „3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე“. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა. მოხსენება შეეხებოდა შირაქის ზეგანზე, დღევანდელ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მთა […]

გაგრძელება

სამეცნიერო მოხსენება

  • ივნისი 12, 2026

2026 წლის 9 ივნისს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სხდომა თემაზე – „აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლების ისტორიული და პალეოგრაფიული ანალიზი“ (ბოლო წლებში აღმოჩენილი წარწერების მიხედვით); მომხსენებელი – ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლია ახალაძე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, ხოლო […]

გაგრძელება

ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში

  • ივნისი 10, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 27 მაისს, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერმა ნანა კვირკველიამ მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში: გეოგრაფიული გამოკვლევა“. პრეზენტაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. მოხსენებაში განხილულ იქნა საქართველოს აღმოსავლეთ კავკასიონის საზღვრისპირა რეგიონების (ხევი, ხევსურეთი, თუშეთი) მდგრადი ტურიზმის განვითარების პრობლემები. ხაზი გაესვა ტურიზმის […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივნისი 3, 2026

მიმდინარე წლის 29 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „თბილისის აფხაზი გუბერნატორი: გიორგი შერვაშიძე“, გამოვიდა მისი შორეული ნათესავი, ფილოსოფოსი ასმათ შერვაშიძე. მომხსენებელმა აღწერა გიორგი შერვაშიძის ცხოვრების ძირითადი მომენტები. გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე დაიბადა 1848 წლის 6 იანვარს კელასურში. მისი მშობლები იყვნენ სეიდ-ბეი შერვაშიძე და ეკატერინე (პუპი) […]

გაგრძელება

U-Th მინერალიზაცია და ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები ხრამის კრისტალურ მასივში

  • მაისი 1, 2026

მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სხდომა, რომელზეც გამოტანილი იყო თსუ ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის გიორგი ბერიძის მოხსენება: „U-Th მინერალიზაცია და ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები ხრამის კრისტალურ მასივში (სამხრეთ საქართველო)“.  მოხსენებაში განხილული იყო ხრამის კრისტალური მასივის ამგები ქანების გავრცელებული რადიაქტიული ელემენტების შემცველი მინერალების, ასევე […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • აპრილი 3, 2026

მიმდინარე წლის 30 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით მედიცინისა და ფიზიოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა შესავალი სიტყვით გახსნა. სხდომაზე მოხსენებით – „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მდგომარეობა  საქართველოში“, წარსდგა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერიკო ბაზიარი. მომხსენებელმა […]

გაგრძელება

ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: თეორია და პრაქტიკა

  • აპრილი 2, 2026

 მიმდინარე წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი, რომლის ორგანიზატორი იყო აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო განყოფილება. შესავალი სიტყვით ღონისძიებას წარუძღვა ამავე განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თამაზ ჭელიძე. შემდეგ სიტყვა დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერს, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტს სოფიო ჯვარშეიშვილს. როგორც მომხსენებელმა […]

გაგრძელება