არქივი

წიგნის – „სვანეთის ისტორია“ – წარდგინება

  • თებერვალი 15, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ისტორიის, ეთნოგრაფიის და რელიგიის კომისიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივ სხდომაზე, განხილულ იქნა გოჩა ჭელიძის წიგნი – „სვანეთის ისტორია“. წიგნის პირველ ნაწილში დაწვრილებით არის მოთხრობილი საქართველოს ძირძველი მხარის, სვანეთის ისტორია ანტიკური პერიოდიდან თანამედროვე ეპოქამდე. უნიკალურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დეტალურად არის განხილული სვანეთის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ქართული […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 13, 2025

მიმდინარე წლის 6 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,საქართველოს ჰიდროსფერო და მიწისქვეშა წყლების რესურსები’’ წარსდგა გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი მიქაძე. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჰიდროსფეროსა და მიწისქვეშა წყლების რესურსების წარმოშობა დიდადაა დამოკიდებული კლიმატზე.   საქართველოს ტერიტორიის ძირითად კლიმატწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენს მისი გეოგრაფიული მდებარეობა: დასავლეთით – […]

გაგრძელება

აკადემიკოს ვაჟა ლორთქიფანიძის მოხსენება

  • დეკემბერი 23, 2024

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დემოგრაფიის საკითხების შესწავლის მიმართულების სამეცნიერო სხდომა, რომელზეც მოხსენებით -„თანამედროვე საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები“ წარდგა აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. როგორც მოხსენებაში აღინიშნა, – საქართველოში ამჟამად, დემოგრაფიის ირგვლივ კრიზისული სიტუაციაა. აქვე […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 3, 2024

2024 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,ქალაქ თბილისში სატრანსპორტო საშუალებების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი  ხმაურით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები’’, წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სატრანსპორტო  სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი  ბორის გითოლენდია. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღეისათვის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 21, 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხდა წარდგინება  წიგნისა ,,საქართველო და ჩინეთი თანამედროვე გლობალურ სამყაროში’’ ავტორი  – სინოლოგი, დიპლომატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ კალანდია. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებზე, XXI საუკუნეში სარტყლისა და გზის გლობალური ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომლის საფუძველზეც, ტრანს-კასპიური […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 23, 2024

2024 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მთის კომისიის სხდომა. სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ განვლილ პერიოდში (2024 წ.) შესრულებული სამუშაოების ანგარიში. ანგარიში ძირითადად მთის მოსახლეობის პრობლემებს ეხებოდა. მოხსენებები წარმოადგინეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების  მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა და ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დიდიძემ. დამსწრე საზოგადოებამ […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი

  • სექტემბერი 30, 2024

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ: ბასკეთის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, გამოყენებითი მათემატიკის ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ინტელექტუალური სისტემების ჯგუფის ხელმძღვანელი  ხოსე ანტონიო ლოზანო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი, გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრის გამგე გია სირბილაძე. ხოსე ანტონიო […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 28, 2024

2024 წლის 26 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ქიმიის აკადემიური დოქტორის,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ელიზავეტა ცხაკაიას  მოხსენება  – ,,წყლის გასუფთავება ფარმაცევტული ნარჩენებისაგან ცელულოზაშემცველი მეორადი ნედლეულიდან (თხილისა და კაკლის ნაჭუჭები, ვაშლატამას კურკები […]

გაგრძელება

ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 26, 2024

2024 წლის 24 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების  სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ ქალაქ ოლშტინის (პოლონეთი) ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეო–ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორები – ჯოანა პავლოვიჩი და ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკი. პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა წარმოადგინა ისტორიულ–კულტურული ძეგლებისა და დაძველებული ნაგებობის, ასევე დაბალდაწნევიანი კაშხლების დეფორმაციების პროგნოზი თანამედროვე 3–D ლაზერული სკანერისა და  დრონის ფოტოგრაფირების საშუალებით. […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 21, 2024

2024 წლის 12 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა კერვალიშვილის მოხსენება: ,,ნანოსისტემების მიღების ლაზერულ-პლაზმური მეთოდი და მისი გამოყენების ზოგიერთი მიმართულება’’. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა მასალის წარმოებისთვის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, როდესაც საბჭოთა, ამერიკელმა, […]

გაგრძელება