მიმდინარე წლის 28 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც მედიცინის და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხეცურიანი თავმჯდომარეობდა, თანამედროვე ქირურგიის პრობლემებზე და ზოგიერთ თანამედროვე მიდგომების ანალიზსა, რეალობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის […]
გაგრძელებაქართველი მეცნიერის საერთაშორისო აღიარება
- თებერვალი 29, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში, განსაკუთრებით, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის არჩეულ იქნა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად (https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116). ვლადიმერ პაპავა შეყვანილია აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა განყოფილებაში. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა იმავდროულად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა […]
გაგრძელება