არქივი

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 12, 2022

2022 წლის 04 ნოემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომაზე მოსმენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და  აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა შაფაქიძის მოხსენება: „საქართველოს მეაბრეშუმეო­ბისათვის ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ   საქართველოს დღევანდელი მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესი სიძნელეებს განიცდის, რაც გამოწვეულია ამ დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მხრივ ჩამორჩენით, […]

გაგრძელება

პროფესორ ლევან გიგინეიშვილის მოხსენება

  • ნოემბერი 12, 2022

2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდიუმმა მოისმინა პროფესორ ლევან გიგინეიშვილის მოხსენება  – „იოანე პეტრიწის დიალექტიკური მეთოდი და თანადროული ინტელექტუალურ-რელიგიური პროცესები ბიზანტიაში“ . მომხსენებელმა აღნიშნა, რომ, – „იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში დიალექტიკას გადამწყვეტი როლი უკავია, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იოანე პეტრიწისთვის დიალექტიკა განსაზღვრავს ფილოსოფიას. დიალექტიკა, რომელიც ეფუძნება სილოგისტიკის (პეტრიწის ენით „თანშესიტყვის“) იძულებას, ანუ ჭეშმარიტი […]

გაგრძელება

ინოვაციები კოვიდ-19-ის პათოლოგიის მკურნალობაში

  • ნოემბერი 2, 2022

დღესდღეობით კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება მსოფლიოსათვის კოვიდ-19-თან ბრძოლა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა 14 მარტს მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ გამართული სხდომა, სადაც მოხსენებით – „სულაჟერი – დაკვირვებები და კვლევები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“,  წარსდგა თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე თავართქილაძე. სულაჟერი წარმოადგენს ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც მიღებულია მცენარე Polygonum Cuspidatum-ის (დვალურა) დაშლით, აქტიური […]

გაგრძელება

იოველ ქუთათელაძე – 135

  • ოქტომბერი 31, 2022

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ცნობილ ფარმაცევტს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს იოველ ქუთათელაძეს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის: ფარმაცევტული განათლების, ფარმაკოქიმიის მეცნიერებისა და ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის სფეროში, დაბადებიდან 135 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული ხსოვნის საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 31, 2022

2022 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ მორიგი სხდომა;  მოხსენებით, „საუნივერსიტეტო განათლება და ეროვნული პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთში“, გამოვიდა ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე. მომხსენებელმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ უდიდესი მნიშვნელობა  მიანიჭა 1990 წელს სამცხე-ჯავახეთში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის გახსნას, რამაც დასაბამი მისცა […]

გაგრძელება

აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება: „საქართველოს ევროპული პერსპექტივის პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“

  • ოქტომბერი 31, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების გაფართოებული სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო  აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება: „საქართველოს ევროპული პერსპექტივის პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“. მოხსენებაში ნაჩვენები იყო პოლიტ-კონომიკური კონტექსტის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციურად განსაზღვრული ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78) სტრატეგიული მიზნის რეალიზებისას. 2022 წლის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 31, 2022

21 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ქიმიის აკადემიური დოქტორ თენგიზ ქანთარის მოხსენება:  „კლიკ-ქიმია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დიზაინში – ახალი პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ სპილენძი(I)-თ კატალიზირებული აზიდ-ალკინის ციკლომიერთების ორთოგონალური „კლიკ“ რეაქცია ინტენსიურადაა გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიებში. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ხაზოვანი პოლიმერების სინთეზს საფეხურებრივი  ზრდის „კლიკ“ პოლიმერიზაციით (სზკპ). ამასთან მოსალოდნელია, რომ […]

გაგრძელება

2021 წლის სამეცნიერო საქმიანობის შეფასების დამატება

  • ოქტომბერი 31, 2022

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების 2021 წლის სამეცნიერო საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტში შეტანილია შესწორება (იხ. მიბმული ფაილი). დამატება   სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველო

გაგრძელება

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა მკვლევარებისთვის

  • ოქტომბერი 14, 2022

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა Joint Excellence in Science and Humanities (JESH) ხელს უწყობს თანამშრომლობას საზღვარგარეთიდან გამოჩენილ ახალგაზრდა მკვლევარებსა და ავსტრიელ მეცნიერებს შორის. JESH გთავაზობთ incoming/შემომავალ პროგრამას მკვლევარებისთვის 53 სხვადასხვა სამიზნე ქვეყნიდან, ასევე outgoing/გამავალ პროგრამას ავსტრიელი მკვლევრებისთვის. სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა მეცნიერები და მეცნიერები, რომელთაც დოქტორის/PhD ხარისხის მიღების შემდეგ აქვთ მაქსიმუმ 10 წლიანი კვლევის გამოცდილება. უფლებამოსილი ინსტიტუციები […]

გაგრძელება

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის გახსენება

  • ოქტომბერი 14, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, აკადემიაში ჩატარდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოგონების საღამო. ბასა ღოღობერიძე დაიბადა 1922 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, თამაშობდა სოხუმის პიშჩევიკის ჭაბუკთა გუნდში, სოხუმისა და თბილისის „დინამოში“. სსრკ პირველობაზე 341 შეხვედრაში გაიტანა 127 ბურთი, რაც კლუბის რეკორდია. არის […]

გაგრძელება