არქივი

100 წელი მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან

  • აგვისტო 26, 2022

ასი წლის წინ, 28 აგვისტოს, მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას დაიბადა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე. სწორედ ამ დღემ განსაზღვრა მისი რთული, ამასთან წარმატებული მომავალი. ღირსებით გამორჩეულმა ოჯახმა მას მაღალი განათლება და კულტურა შესძინა. მარიამ ლორთქიფანიძე ქართველ ისტორიკოსთა იმ სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც საფუძველი დაუდო დიდმა ივანე ჯავახიშვილმა. მარიამ ლორთქიფანიძის კალამს […]

გაგრძელება

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

  • აგვისტო 11, 2022

10 აგვისტოს აკადემიას ესტუმრა 7 კაციანი დელეგაცია სომხეთიდან განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის მოადგილის ბატონი არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით. ჩამოსულ სტუმრებს ახლდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ.კვესიტაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-სომხეთის 20 წლიან ინტენსიურ მეცნიერულ თანამშრომლობაზე. ბ-ნმა ა.მარტიროსიანმა ქართველ მეცნიერებს გააცნო თავისი ხედვა მეცნიერების უფრო მეტი პოპულარიზაციის […]

გაგრძელება

გიორგი კვესიტაძე არჩეულია საგამომცემლო საბჭოს წევრად

  • აგვისტო 2, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე არჩეულ იქნა ჟურნალ „მართლმადიდებლური თეოლოგია და სულიერება“-ს საგამომცემლო საბჭოს წევრად. ჟურნალი გამოიცემა რამნიკის მთავარეპისკოპოსის (რუმინეთის ეპარქია) მიერ, რომელსაც წარსულში უძღვებოდა მოწამე წმინდა ანთიმოზ ივერიელი. ჟურნალი ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე დიდი პატივისცემით სარგებლობს მისი მაღალი აკადემიური შინაარსის გამო, რაც უზრუნველყოფს მკითხველთ თეოლოგიასა და ქრისტიანულ კულტურაში მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მაცხოვრის, […]

გაგრძელება

პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენება პრეზიდიუმის სხდომაზე

  • ივლისი 26, 2022

მიმდინარე წლის 22 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – „ჰიდროტექნიკური ნაგებობები საქართველოში (სტრუქტურა, პრობლემები და პერსპექტივები)“ , წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.  მოხსენებაში განხილული იყო ქართული ჰიდროინჟინერიის სფეროში არსებული ჰ/ტ ნაგებობების სტრუქტურა, აქტუალური ფუნქციები, პრობლემები, მდგრადი და ეფექტური განვითარების თვალსაზრისით. საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი რელიეფის, მრავალრიცხოვანი მდინარეების, ზღვის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 26, 2022

2022 წლის 19 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, – პროფესორ რაულ თურმანიძის მოხსენება თემაზე: „მექატრონული სისტემების საექსპლუატაციო მახასიათებლების როლის კვლევა „ინდუსტრია-4.0“-ით გათვალისწინებული რეფორმების დაჩქარების საქმეში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მეოთხე სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია, რომელიც ცნობილია  შემოკლებული დასახელებით „ინდუსტრია-4.0“, რომლის საბოლოო მიზანია რთული საწარმოო-ტექნოლოგიური […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება

  • ივლისი 22, 2022

მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც დაამტკიცა აკადემიის წლიური (2021წ.) ანგარიში.

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

  • ივლისი 12, 2022

საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნულ აკადემიასა და  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს. სამი წლის ვადით  გაფორმებული მემორანდუმი, მხარეთა შორის, ხარისხიან და ობიექტურ, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებასა და გაცვლას შეუწყობს ხელს. ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2022

მიმდინარე წლის 7 ივლისს,  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სპეციალური სხდომა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა წინადადებები შესწორებებისათვის საქართველოს კანონში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. სხდომაზე მოხსენება წარმოადგინა მთის კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, აღნიშნული კანონის შემუშავებისა და მიღების აქტიურმა მონაწილეებმა, ბატონებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და მირიან […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2022

მიმდინარე წლის 6 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თემა: „გრაკლიანის ისტორიის ორი ეტაპი – მოსაზრებები“ (მომხსენებელი – თსუ პროფესორი, არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი). გრაკლიანი გორა,  რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, უშუალოდ ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მდებარეობს,   საქართველოსთვის  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ძეგლს წარმოადგენს, რადგან […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ივლისი 7, 2022

2022 წლის 4 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა  აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. განსახილველი თემა გახლდათ: „ტუბერკულოზის დარგში მიმდინარე ტრასლაციური კვლევები და მათი მნიშვნელობა გლობალურად და საქართველოში“. მომხსენებლები: ზაზა ავალიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი და […]

გაგრძელება