არქივი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

  • აპრილი 1, 2022

მიმდინარე წლის 25 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; მომხსენებლებს შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ასევე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). გამომსვლელებმა ავტოკეფალიის მნიშვნელობასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე ეკლესიის უდიდეს როლზე გაამახვილეს ყურადღება. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 30, 2022

2022 წლის 24 მარტს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა სსიპ სამთო ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: „აფეთქების ტექნოლოგიები: პრობლემები, მიღწევები, პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ აფეთქების ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება როგორც სამოქალაქო ინჟინერიაში, ასევე თავდაცვის სფეროში. კვლევები ამ მიმართულებით გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს სამთო ინსტიტუტში, აშენდა მსოფლიოში უნიკალური  მიწისქვეშა […]

გაგრძელება

როგორ გვმართებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მოხსენიება

  • მარტი 29, 2022

2022 წლის 25 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი წარსდგა მოხსენებით: „როგორ გვმართებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მოხსენიება“. სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი. როგორც მომხსენებელმა […]

გაგრძელება

აგრარული ლექსიკონის ახალი გამოცემა

  • მარტი 22, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მომზადდა და გამოიცა აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის 6-ენოვანი აგრარული ლექსიკონი ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, რომელშიც მოცემულია აგრარული სექტორის ყველა დარგის ტერმინები და რომელთა გამოყენება შესაძლებელია არა მარტო როგორც სისტემატიზირებული ლექსიკონი, არამედ როგორც ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონიც. მე-7 ენაზე ლათინურად მოცემულია ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების  სახელწოდებათა ლათინური სახელები, რომლებიც განლაგებულია […]

გაგრძელება

ელენე აბაშიძე – 100

  • მარტი 22, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 18 მარტს, გაიმართა გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ელენე აბაშიძის 100 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა, შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ერეკლე გამყრელიძემ.  მოხსენება – „ელენე აბაშიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წარმოადგინა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით კერესელიძემ; შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებს, მოგონებებს და მისალემებებს. გამოჩენილი მეცნიერი ელენე […]

გაგრძელება

ინოვაციები კოვიდ-19-ის პათოლოგიის მკურნალობაში

  • მარტი 14, 2022

დღესდღეობით კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება მსოფლიოსათვის კოვიდ-19-თან ბრძოლა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ამ რამდენიმე დღის წინ მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ გამართული სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. სხდომაზე მოხსენებით – „სულაჟერი – დაკვირვებები და კვლევები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“,  წარსდგა თსსუ […]

გაგრძელება

აკადემიკოსობის კანდიდატთა მოხსენებების გრაფიკი

  • მარტი 13, 2022

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება   სპეციალობა – საქართველოს ეკონომიკა კანდიდატის გვარი, სახელი მოხსენებათა მოსმენის თარიღი მიხეილ  ჯიბუტი 14 მარტი, 1200 სთ სპეციალობა – სამართალმცოდნეობა კანდიდატის გვარი, სახელი მოხსენებათა მოსმენის თარიღი მინდია უგრეხელიძე 14 მარტი, 1230 სთ მოხსენებების მოსმენა გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, III სართული   სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და საინჟინრო მეცნიერებათა  და ინფორმაციული […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისის სხდომა

  • თებერვალი 28, 2022

2022 წლის 18 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ,  პლატფორმა Zoom­-ის მეშვეობით, გამართა ონლაინ სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი. სხდომაზე   ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ მესხმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ტრაპიზონელი კომნენოსები და იერუსალიმის ჯვრის მონასტერი”. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო 1344 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული ტრაპიზონელი ბერის, გერასიმეს მიერ […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

  • თებერვალი 25, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უერთდება რა მსოფლიოს მოწინავე და პროგრესული საზოგადოების პროტესტს, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას მის წინააღმდეგ. ქართველ მეცნიერებს, ისევე როგორც საქართველოს მთელ  მოსახლეობას, ყველაზე კარგად ესმის უკრაინელი ხალხის მდგომარეობა, გულწრფელად თანავუგრძნობთ უკრაინელ მეცნიერებს, მთელ მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული. აკადემია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • თებერვალი 22, 2022

ბოლო რამოდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კრიტიკული  მოსაზრებები. კერძოდ, საკითხი ეხება ა.წ. 22 იანვარს ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ფაჩულიას მიერ გაკეთებული მოხსენების „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“ შესახებ ინფორმაციას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში მოცემული დებულებები,  მათ შორის მოხმობილი ამონარიდები […]

გაგრძელება