არქივი

საერთო კრება

  • სექტემბერი 24, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი. კრება შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. პირველ საკითხად გამოტანილი იყო აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ. საერთო კრებამ შეიტანა ცვლილება წესდებაში – მე-10 თავის მე-7 და მე-10 პუნქტებში არსებულ „შენიშვნაში“ ამოღებულ იქნა სიტყვა „მივლინება“ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: […]

გაგრძელება

მემორანდუმი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან

  • სექტემბერი 19, 2019

საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა 8 წევრიანი დელეგაცია, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორ, ვიცე-პრეზიდენტ იაპინ ჩჟანის თაოსნობით. ჩინელების დელეგაცია 18 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას პეკინიდან ესტუმრა. მათ მასპინძლობდნენ ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის წევრები. ორმხრივი შთაბეჭდილებების, საუბრის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდგომ, მოხდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა. მემორანდუმის […]

გაგრძელება

პროფესორ ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილე

  • სექტემბერი 4, 2019

2019 წლის 9 სექტემბერს, 10 სთ-ზე თსუ პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (#107) აუდიტორიაში მუშაობას დაიწყებს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორ ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში   […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივლისი 26, 2019

24 ივლისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა. მოსმენილი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის მარიამ ელიზბარაშვილის და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტის თეკლა გურგენიძის მოხსენება – საქართველოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები და მათი შესაძლო გავლენა ნიადაგების საზღვრების გადაადგილებაზე (თრიალეთის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შინაგანაწესი

  • ივლისი 23, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შინაგანაწესი   თავი I მუხლი  1. ზოგადი დებულებანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში − აკადემია) შინაგანაწესი შემუ­შავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად. მისი მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიაში მომუშავე თანამშრომელთა შრომისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას, სამუშაო […]

გაგრძელება

16 ივლისის პრეზიდიუმის დადგენილება

  • ივლისი 23, 2019

საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლო­გიების  განყოფილებაში საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევის  შესახებ პრეზიდიუმი ადგენს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერე­ბათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში აკადემიკოსობის კან­დიდატის შერჩე­ვას­თან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნეს აკადემიკოს როინ მეტრეველის წინადა­დება და დამტკიცდეს საექსპერტო კომისია შემდეგი შემადგენ­ლობით: – აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი (თავმჯდომარე) – აკადემიკოსი  თამაზ შილაკაძე – აკადემიკოსი  გოჩა […]

გაგრძელება

საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხისათვის

  • ივლისი 19, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს განცხადებას 2019 წლის 9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. პუტინის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, სადაც არასწორად წარმოჩინდა საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხები, კერძოდ, ურთიერთობები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.  

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივლისი 18, 2019

მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიიის სხდომაზე მოსმენილ იქნა ნათელა ხეცურიანის  მოხსენება  თემაზე : „საქართველოში  პირველი ბიოდიზელის  წარმოება  და  მასთან დაკავშირებული  ეკოლოგიური  პრობლემები“ – (ნათელა ხეცურიანი – თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოტორი). თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული […]

გაგრძელება

მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის სხდომა

  • ივლისი 16, 2019

2019 წლის 4 ივლისს აკადემიკოსების გიორგი ჩაგელიშვილისა და გიორგი ჯაფარიძის ინიციატივით, ჩატარდა სემინარი, რომელზედაც მოსმენილი იქნა საქართველოს „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტის, ნუგზარ დვალის მოხსენება – „ ბორის ნიტრიდების ნანოსკოპური ფანტელების მიღების ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრების გარდა მას ესწრებოდნენ აკადემიკოსები რამაზ ქაცარავა […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • ივლისი 11, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სავსებით იზიარებს ქართული საზოგადოების აღშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის უკადრისი გამოსვლის გამო, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია რუსეთის პრეზიდენტის პიროვნული შეურაცხყოფით. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციითაა გამოწვეული, ასეთი გამოხდომებით არ მოგვარდება. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის დეოკუპაციაა, რაც, სამწუხაროდ, მეტად […]

გაგრძელება