არქივი

ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი

  • იანვარი 14, 2021

2020 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს მიენიჭა ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (IETI) ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდება, რომელიც მოიპოვა გამორჩეული წარმატებით მეცნიერების, ტექნიკის და ინოვაციური ტექნოლოგიის განვითარებაში. საერთაშორისო საინჟინრო და ტექნოლოგიური ინსტიტუტი (IETI) დაარსდა 2015 წელს, არის საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც არიან 6 ნობელის პრემიის ლაურეატი, 2 ტურინგის […]

გაგრძელება

პროფესორი ჰაინც ფენრიხი – 80

  • იანვარი 5, 2021

ღრმად პატივცემული ბატონო ჰაინც, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად გილოცავთ თქვენ – გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგსა და კავკასიოლოგს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრს დაბადებიდან 80 წლისთავს. ბატონო ჰაინც, სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდით კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. ფართოა თქვენი სამეცნიერო ინტერესები, რომელიც სწვდება  ქართველოლოგიის თითქმის ყველა სფეროს. თქვენ […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 10, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აღინიშნა იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღე  და  საპატიო სიგელები გადაეცათა წარმატებულ მეცნიერებს:   პროფესორ რამაზ აბესაძეს – ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევები­სათვის აკადემიკოს გურამ ალექსიძეს – მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ივანე ამირხანაშვილს – ლიტერატურათ­მცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის პროფესორ მერაბ ახობაძეს – მართვის სისტემების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის პროფესორ […]

გაგრძელება

მეფე ერეკლე 300 წლისაა

  • ნოემბერი 4, 2020

  „ხმალი სჭრის ბაგრატოვნისა, მეფისა ერეკლისაო“                            ხალხური „… და საყვარელი კახეთის გმირი იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!“ ნიკოლოზ ბარათაშვილი   „… დღეს ციურთა საკვირველება მოშურნე ექმნა ქვეყნისა საკვირველსა: ცამან მისტაცა ქვეყანასა სიმდიდრე, ძლიერთა – ძალი, ბრძენთა – გონიერება, ერთა – გვირ­გვინი, მხედართმთავართ – სარდლობა და თვითმპყრობელთა – სახელმწიფო ზრდილობა. დიდნო მფლობელნო! …სტიროდეთ ახლად ქვეყნისა დიდებასა, […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტთან

  • ოქტომბერი 13, 2020

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის. აღიარებულია, რომ სამენციერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ორ მხარეს შორის მემორანდუმი ითვალისწინებს: თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, სამეცნიერო-დისკუსიების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებას, საქართველოს მთავრობისთვის ერთობლივი წინადადებების შემუშავებას, სამენციერო სტატიების, […]

გაგრძელება

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის პრეზენტაცია

  • სექტემბერი 29, 2020

2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და  მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე […]

გაგრძელება

შეხვედრა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან

  • სექტემბერი 25, 2020

24 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მონს. ჟოზე ბეტანკური. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული ისტორიული ურთიერთობები. აკადემიის ხელმძღვანელობამ დესპანს გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ამჟამად მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოები. წმიდა საყდრის დესპანმა ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ვატიკანის სოციალურ მეცნიერებათა პონტიფიკურ […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა – 90

  • ივლისი 27, 2020

აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. ვაჟა ოკუჯავა იყო გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საზოგადო მოღვაწე. ამგვარი აღიარება და წარმატება ეფუძნებოდა მის გამორჩეულ პიროვნულ ღირსებებს, კეთილშობილ ბუნებასა და ნიჭს.

გაგრძელება

აკადემიის საერთო კრება

  • ივლისი 16, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 15 ივლისს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც ტრადიციისამებრ გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებას თავმჯდომარეობდნენ აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საერთო კრების მთავარი და უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლდათ აკადემიის ნამდვილი წევრების – აკადემიკოსების არჩევნები. ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც 16 წევრისაგან შედგებოდა, თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია.  არჩევნები ჩატარდა […]

გაგრძელება