არქივი

ქართველ მეფეთა პოეზია

  • დეკემბერი 28, 2019

„ქართველ მეფეთა პოეზია“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც სულ ახლახანს გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. წიგნის წარდგინება აკადემიაში შედგა მიმდინარე წლის 27 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიისა და ქართული ჰერალდიკის სახლის ერთობლივი ორგანიზებით. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ქეთევან ტომარაძემ, ხოლო წიგნის შინაარსი დაწვრილებით მიმოიხილა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. წიგნის იდეის ავტორი გახლავთ ოთარ ციციშვილი, ხოლო ქართველ მეფეთა (დავით […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში

  • დეკემბერი 21, 2019

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების სემინარი. მოხსენება თემაზე „მაგნიტური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან გვიანდელ  ვარსკვლავებამდე“ წაიკითხა აქსელ ბრანდერბურგმა (თეორიული ფიზიკის სტოკჰოლმის საერთაშორისო ცენტრი „NORDITA“, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი). თავის მოხსენებაში პროფესორმა ა. ბრანდერბურგმა  განიხილა სტოქასტური ფონური გამოსხივების სპექტრალური და პოლარიზაციული მახასიათებლების ანალიზის საშუალებით  ადრეულ სამყაროში  არსებული ზეძლიერი […]

გაგრძელება

მემორანდუმი ჩინეთის გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციასთან

  • დეკემბერი 16, 2019

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჩინეთის რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციიდან ესტუმრა დელეგაცია 7 მეცნიერის შემადგენლობით. ჩინელი მეცნიერები ჩამოვიდნენ გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოცოაციიდან, ბატონი ჟენგ კინგშუნის (Zheng Qingshun) ხელმძღვანელობით, რათა უკეთ გასცნობოდნენ ქართველ მეცნიერებს და მათ მიღწევებს. ვიზიტის მიზანია ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გუანდუნის პროვიანციას შორის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, […]

გაგრძელება

შეხვედრა აკადემიის უცხოელ წევრთან ისმეთ დინდარ-მიქელაძესთან

  • დეკემბერი 13, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიდინარე წლის 13 დეკემბერს შედგა შეხვედრა ცნობილ ექიმთან ისმეთ დინდარ-მიქელაძესთან და მისთვის აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ექიმი მეცნიერებათა აკადემიის 2019 წლის 17 ივნისის საერთო კრებამ აირჩია აკადემიის უცხოელ  წევრად. ისმეთ დინდარ-მიქელაძე ინვაზიურ კარდილოგიაში კორონარული ანგიოგრაფიის, ბალონირების, სტენტირების მიმართულებით თურქეთში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამოცდილი პროფესიონალია. ამ მიმართულებით […]

გაგრძელება

ოტორინოლარინგოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • დეკემბერი 13, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 26-27 ნოემბერს ჩატარდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის და მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ოტორინოლარინგოლოგიისა და აუდიოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს. ხსენებული ღონისძიება აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის ინიცირებით და ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის დასასწყისში ადგილი დაეთმო მოგონებებს. მათგან დომინანტური იყო აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის გამოსვლა, რომელიც მიეძღვნა სიმონ […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე – 95

  • დეკემბერი 12, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 11 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე გახლდათ დიდი ექიმი და მეცნიერი, მრავალი თაობის აღმზრდელი. იგი დაიბადა ცნობილი ქართველი თერაპევტისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის ოჯახში.  იგი სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისის […]

გაგრძელება

აკადემიკოსი როინ მეტრეველი – 80

  • დეკემბერი 6, 2019

გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოს უნივერსიტეტში 6 დეკემბრს მოეწყო საზეიმო სხდომა და როინ მეტრეველის წიგნის – „წარსულის გახსენება“ პრეზენტაცია. როინ მეტრეველი დიდ ქართველ ისტორიკოსთა ღირსეული მემკვიდრე, თანამედროვეობის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც საქართველოს ისტორიის უკვდავსაყოფად […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში

  • ნოემბერი 28, 2019

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. მოხსენება თემაზე „ანომალიები სუპერსიმეტრიულ თეორიებში“ წაიკითხა პროფესორმა შტეფან ტაისენმა (მაქს-პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტი, პოტსდამი, გერმანია). მომხსენებელმა ისაუბრა კონფორმული ველის თეორიის მეთოდების გამოყენებით სიმების თეორიის ეფექტური მოდელების გამოყვანის შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა ა. რაზმაძის მათემატიკის და ე. ანდრონიკაშვილის […]

გაგრძელება

აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი -120

  • ნოემბერი 27, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“  საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ნათელა ჯაბუა. შემდეგ დრო […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე – 110

  • ნოემბერი 22, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის, საზოგადო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლის იუბილე. ირაკლი აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მამულიშვილური საქმე: იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რუსთაველის 800 წლის იუბილე, ქართული ენდიკლოპედიის დაარსება და ა. შ. ირაკლი აბაშიძე წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და რაც მთავარია, ქართული […]

გაგრძელება