არქივი

საერთო კრება

  • ნოემბერი 20, 2019

2019 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც პირველ საკითხად განიხილა აკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი (მომხსნებელი აკადემიის ეკონომიკური სამაართველოს უფროსი გურამ ქარდავა). მეორე საკითხზე „მიმდინარე წლის სამენციერო-კვლევითი პროექტების ექსპერტიზისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ“ ინფორმაცია გააკეთა სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა, მეცნიერებათა დოქტორმა გონელი არახამიამ. ამის შემდეგ აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარდა არჩევნები. კრებამ საქართველოს […]

გაგრძელება

აკადემიკოს ნიკოლოზ ლანდიას 100 წლის იუბილე

  • ნოემბერი 18, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი-ქიმიკოსის ნიკოლოზ (კუკური) ლანდიას დაბადებიდან 100 წლის იუბილე. 1958 წ. თებერვალში ნ. ლანდიამ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იმავე წელს მიიღო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, შემდეგ კი პროფესორის წოდება. 1959 წლის თებერვლიდან 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას საქართველოს […]

გაგრძელება

აკადემიკოს ლაურ მანაგაძის 75 წლის იუბილე

  • ნოემბერი 13, 2019

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, შედგა აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსნება თემაზე „ლავრენტი მანაგაძე და ქართული უროლოგიის რენესანსი“ გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან ასრებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: კონსტანტინე ყიფიანი – ბოხუას […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 8, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს. 2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის […]

გაგრძელება

ჩინელი მეცნიერების ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ოქტომბერი 28, 2019

მიმდინარე წლის 24-27 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა 6 კაციანი დელეგაცია ჩინეთის გუანდუნის  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საბჭოდან ლი ჯიანგის ხელმძღვანელობით. ჩინელი მეცნიერების ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და გუანჯოუს პროვინციას შორის და 21-ე სამეცნიერო შეხვედრაზე მიწვევა, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ჩინელ და უცხოელ სპეციალისტებს შორის. 25 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც […]

გაგრძელება

აკადემიკოსი რევაზ სალუქვაძე – 90

  • ოქტომბერი 25, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების უბადლო ორგანიზატორის, ფიზიკა-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის რევაზ სალუქვაძის დაბადებიდან 90 წლისთავს. საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მოხსენება – აკადემიკოს რევაზ სალუქვაძის […]

გაგრძელება

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე – 90

  • ოქტომბერი 23, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 90 წლისთავს. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ხოლო მოხსენება თამაზ გამყრელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გააკეთა აკადემიკოსმა, ვიცე-პრეზიდენტმა  როინ მეტრეველმა. ეს საიუბილეო თარიღი კიდევ ერთხელ მთელი მასშტაბით წარმოაჩენს […]

გაგრძელება

ჩინეთის მეცნიერთა ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ოქტომბერი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. იანტაის აბრეშუმის გზის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ასოციაციის IV სხდომა სახელწოდებით – „აბრეშუმის გზის განვითარება მომავალში, ერთი სარტყელი, ერთი გზა“. კონფერენციის მონაწილეებს შესავალი და მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ჩჟან ჟენჩჟუნი – ქ. იანტაის […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • სექტემბერი 24, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი. კრება შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. პირველ საკითხად გამოტანილი იყო აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ. საერთო კრებამ შეიტანა ცვლილება წესდებაში – მე-10 თავის მე-7 და მე-10 პუნქტებში არსებულ „შენიშვნაში“ ამოღებულ იქნა სიტყვა „მივლინება“ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: […]

გაგრძელება

მემორანდუმი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან

  • სექტემბერი 19, 2019

საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა 8 წევრიანი დელეგაცია, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორ, ვიცე-პრეზიდენტ იაპინ ჩჟანის თაოსნობით. ჩინელების დელეგაცია 18 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას პეკინიდან ესტუმრა. მათ მასპინძლობდნენ ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის წევრები. ორმხრივი შთაბეჭდილებების, საუბრის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდგომ, მოხდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა. მემორანდუმის […]

გაგრძელება