არქივი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ათათურქის უნივერსიტეტთან

  • იანვარი 24, 2023

2023 წლის 23 იანვარს,  ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქეთის ათათურქის უნივესიტეტსა (ერზურუმი) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ათათურქის უნივერსიტეტის რექტორი ომერ ჩომაქლი და მისი თანმხლები პირები, ხოლო ქართული მხრიდან – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები – რამაზ ხეცურიანი, თამაზ შილაკაძე, თინათინ სადუნიშვილი და კრიმინოლოგიის აკადემიის […]

გაგრძელება

წიგნის „ხევსურული სწორფრობა და ფშაური წაწლობა“ წარდგინება

  • ნოემბერი 28, 2022

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ლია მელიქიშვილის, მარინა კანდელაკის და ნინო ღამბაშიძის წიგნის – „ხევსურული სწორფრობა და ფშაური წაწლობა (ქალ-ვაჟთა ურთიერთობის ნორმები ქორწილამდე)“ წარდგინება. წიგნის რედაქტორია ეთნოლოგი, ისტორიის დოქტორი ნათია ჯალაბაძე; რეცენზენტები: პროფესორი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა ცაგარეიშვილი და ისტორიის დოქტორი ნანა ბახსოლიანი. ნაშრომში წარმოდგენილია სამი ეთნოლოგი ქალის თვალთახედვა ქართულ […]

გაგრძელება

მურმან ლებანიძე -100

  • ნოემბერი 21, 2022

2022 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით, დიდი ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბი­ლეო საღამო ჩატარდა. იუბილე შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, პოეტის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აკადე­მიკოსებმა როინ მეტრეველმა და ავთანდილ არაბულმა. საღამოს წამყვანი გახლდათ პოეტი დავით შემოქმედელი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მანგლელი […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 12, 2022

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველწლირად აღნიშნავს ამ თარიღს.  წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 31 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით. გამოჩენილ მეცნიერებს მიესალმნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები. საქართველოს […]

გაგრძელება

იოველ ქუთათელაძე – 135

  • ოქტომბერი 31, 2022

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ცნობილ ფარმაცევტს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს იოველ ქუთათელაძეს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის: ფარმაცევტული განათლების, ფარმაკოქიმიის მეცნიერებისა და ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის სფეროში, დაბადებიდან 135 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული ხსოვნის საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი […]

გაგრძელება

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის გახსენება

  • ოქტომბერი 14, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, აკადემიაში ჩატარდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოგონების საღამო. ბასა ღოღობერიძე დაიბადა 1922 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, თამაშობდა სოხუმის პიშჩევიკის ჭაბუკთა გუნდში, სოხუმისა და თბილისის „დინამოში“. სსრკ პირველობაზე 341 შეხვედრაში გაიტანა 127 ბურთი, რაც კლუბის რეკორდია. არის […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი

  • ოქტომბერი 14, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის უცხოელი წევრის, პროფესორ ბანუ ჯენას (ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) და დოქტორ სანდორ კაზასის (ფილოსოფიის დოქტორი, ბიოლოგიური მექანიზმების ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორია, EPFL, CH-1015 ლოზანა, შვეიცარია) სამეცნიერო სემინარი. პროფესორ ბანუ ჯენას მოხსენების სათაურია –  პოროსომა-მედიტირებული სეკრეცია. სეკრეცია უჯრედის ციკლის ფუნდამენტური პროცესია. მისი საშუალებით, უჯრედი გარემოსთან ურთიერთქმედებს, კერძოდ, ახდენს ინფორმაციის მრავალმხრივ გაცვლას ნორმალური ჰომეოსტაზის […]

გაგრძელება

უკრაინელი მეცნიერის ვიზიტი აკადემიაში

  • ოქტომბერი 10, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქმიანი ვიზიტით ეწვია ცნობილი უკრაინელი მეცნიერი, ბიოქიმიკოსი და დიპლომატი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი კომისარენკო. შეხვედრას, რომელიც აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის კაბინეტში შედგა, ესწრებოდნენ აკადემიკოსები: როინ მეტრეველი, თინათინ სადუნიშვილი, რამაზ შენგელია, თამაზ შილაკაძე, ომარ გოგიაშვილი,  მიხეილ ჯიბუტი და პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მეცნიერების აქტუალურ საკითხებს, […]

გაგრძელება

მთამსვლელთა ხსოვნის საღამო

  • ოქტომბერი 10, 2022

ამბობენ ალპინიზმი უფრო მეტია, ვიდრე სპორტის ერთი რიგითი სახეობაო. შეიძლება ითქვას, მეცნიერებასთან სპორტის მრავალი სახეობიდან ყველაზე ახლოს სწორედ მთამსვლელობაა. ამ ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,  საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნულ აკადემიაში გამართულ საინტერესო შეხვედრაზე. ეს იყო ხსოვნის საღამო, რომელიც მიეძღვნა ნახევარი საუკუნის წინ, ხადის ხეობაში ტრავერსის დროს ტრაგიკულად დაღუპული სამი ქართველი, ახალგაზრდა ალპინისტ-მეცნიერის: ზაურ მიქაძის, გურამ ლოგუას და […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე – 85

  • ოქტომბერი 10, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმოდ აღინიშნა, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის მილოცვა იუბილარისადმი, აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მილოცვა, მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გააჟღერა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, საპატიო სტუმრები და ქართული […]

გაგრძელება