აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ვაჟა შენგელიას 80 წელი შეუსრულდათ.
გაგრძელება
შესანიშნავი ლინგვისტური ტანდემი
- ოქტომბერი 8, 2020
აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ვაჟა შენგელიას 80 წელი შეუსრულდათ.
გაგრძელება2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე […]
გაგრძელება24 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მონს. ჟოზე ბეტანკური. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული ისტორიული ურთიერთობები. აკადემიის ხელმძღვანელობამ დესპანს გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ამჟამად მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოები. წმიდა საყდრის დესპანმა ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ვატიკანის სოციალურ მეცნიერებათა პონტიფიკურ […]
გაგრძელებააკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. ვაჟა ოკუჯავა იყო გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საზოგადო მოღვაწე. ამგვარი აღიარება და წარმატება ეფუძნებოდა მის გამორჩეულ პიროვნულ ღირსებებს, კეთილშობილ ბუნებასა და ნიჭს.
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 15 ივლისს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც ტრადიციისამებრ გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებას თავმჯდომარეობდნენ აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საერთო კრების მთავარი და უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლდათ აკადემიის ნამდვილი წევრების – აკადემიკოსების არჩევნები. ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც 16 წევრისაგან შედგებოდა, თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია. არჩევნები ჩატარდა […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 13 ივლისს შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა „ქართულიტვ-სთან“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, „ქართულიტვ-ს“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე, დირექტორის მოადგილე მანანა იმედაძე და აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზინა ჯორბენაძე. ხელმოწერის ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და „ქართულიტვ-ს“ დირექტორმა გუბაზ […]
გაგრძელებამიმდინარე წლის 8 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნა-გამოყენებას, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარების ხელშეწყობას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების […]
გაგრძელება12 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გიორგი კვესიტაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგიები ძლიერი სახელმწიფოს ეპოქაში“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიაში და ეძღვნება მეცნიერების დღეს. ამ ღონისძიებაზე აკად. გ. კვესიტაძე ტრადიციულად პირველი გამოდის პრეზენტაციით. ამჯერად მისი მოხსენების თემა იყო „მიკროორგანოზმები და მცენარეები – ორგანული დამაბინძურებლების […]
გაგრძელებაგამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. იგი თავისი მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობით, საერთაშორისო ავტორიტეტითა და აღიარებით არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის, არამედ ფილოლოგიურ და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთაც. რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით, მიმდინარე წლის 3 ივნისს მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფ. ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე – პროფ. პაატა იმნაძესთან. შეხვედრა მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს. აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გიორგი კვესიტაძემ და პროფ. ამირან გამყრელიძემ აღნიშნეს, რომ “COVID-19”-ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფექციასთან დაკავშირებით […]
გაგრძელება