2021 წლის 19 ნოემბერს, მეცნიერებათა აკადემიას ეწვიენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და პროგრამების კოორდინატორი განათლებისა და მეცნიერების დარგში ნინო (ნიკა) ყოჩიშვილი. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს, როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი, იგი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. სტუმრები […]
გაგრძელებაეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 18, 2021
2021 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს აკადემიკოს ავთანდილ არაბულის მოხსენება „ქართული სახელმწიფო ენის პრობლემები“. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; სხდომას ესწრებოდნენ, – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიის სხვა წევრები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე […]
გაგრძელება