Yearly Archives: 2021

აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

  • თებერვალი 1, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის მიერ მომზადდა და საზღვარგარეთ გამოიცა ქართულ ენაზე აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის თანაავტორები არიან  ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ალექსანდრე მეგრელიძე და ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი გივი წილოსანი. ლექსიკონში 452 გვერდზე მოცემულია აგრონომიული, საინჟინრო, აგროქიმიური, ნიადაგური და მცენარეთა დაცვის ტერმინთა განმარტებები, მათი სინონიმები. ლექსიკონის რედაქტორები არიან:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის […]

გაგრძელება

ეროვნული პრემიის ლაურეატები

  • იანვარი 29, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და პროფესორი გია ხატისაშვილი  დაჯილდოვდნენ საქართველოს 2020 წლის ეროვნული პრემიით და მიენიჭათ ლაურეტის წოდება ნაშრომისათვის: Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants – Basis of Phytoremediation“, Springer-Verlag Berlin Heidelberg, 2006  (დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი) საქართველოს პრეზიდენტის 2020 […]

გაგრძელება

განცხადება ახალი წევრების არჩევის შესახებ

  • იანვარი 21, 2021

2021 წლის 20 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) აირჩია: ასათიანი ვალერიან (სპეციალობა – ქართულ-საზღვარგარე­თული ლიტერატურული ურთიერთობები) კვინიხიძე ალექსანდრე (სპეციალობა – ფიზიკა)   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

გაგრძელება

ნიჭიერებით და სიყვარულით გამორჩეული

  • იანვარი 19, 2021

მძიმე გამოდგა გასული 2020 წელი. ქვეყნის ბედზე მოფიქრალი ბევრი პიროვნება გადავიდა მარადიულ საუფლოში. ბევრი ღირსეული პიროვნება დააკლდა ქალაქს, ქვეყანას… გოგი ქავთარაძე გამორჩეული კაცი იყო ადამიანებისადმი კეთილგანწყობით, მაღალი ნიჭიერებით, ქვეყნის სიყვარულით. ძნელია მისი, უკვე გარდაცვლილის შესახებ, რაიმეს დაწერა. მოგონებები კი ბევრია. იქნებ ამაზეც ადრეა წერა. ზოგი რამ მაინც მინდა მოვიგონო. ამის უფლებას მისი ამ ქვეყნიდან წასვლისა […]

გაგრძელება

გელათის სასულიერო აკადემია – 30

  • იანვარი 19, 2021

არ შემიძლია ჩემი კმაყოფილება დავფარო – პატივი მაქვს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი საღვთისმეტყველო მძლავრ კერპს – გელათის სასულიერო აკადემიას დაარსების ოცდაათი წელი მივულოცო. აკადემიის დაფუძნება – აღორძინება ჩვენი დიდი პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II – ის დიდი მცდელობის შედეგია. ილია II-ის დიდმა ავტორიტეტმა და ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების შემდეგ, ქვეყნის საგანმანათლებლო […]

გაგრძელება

ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი

  • იანვარი 14, 2021

2020 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს მიენიჭა ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (IETI) ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდება, რომელიც მოიპოვა გამორჩეული წარმატებით მეცნიერების, ტექნიკის და ინოვაციური ტექნოლოგიის განვითარებაში. საერთაშორისო საინჟინრო და ტექნოლოგიური ინსტიტუტი (IETI) დაარსდა 2015 წელს, არის საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც არიან 6 ნობელის პრემიის ლაურეატი, 2 ტურინგის […]

გაგრძელება

პროფესორი ჰაინც ფენრიხი – 80

  • იანვარი 5, 2021

ღრმად პატივცემული ბატონო ჰაინც, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად გილოცავთ თქვენ – გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგსა და კავკასიოლოგს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრს დაბადებიდან 80 წლისთავს. ბატონო ჰაინც, სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდით კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. ფართოა თქვენი სამეცნიერო ინტერესები, რომელიც სწვდება  ქართველოლოგიის თითქმის ყველა სფეროს. თქვენ […]

გაგრძელება

აკად. რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მესამე ტომის წარდგინება

  • იანვარი 5, 2021

2020 წლის 23 დეკემბერს, Online რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა და  „სულაკაურის გამომცემლობამ”  წარადგინეს აკად. რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მესამე, დამასრულებელი ტომის ბეჭდური ვერსია სათაურით –„ელინისტური ეპოქიდან გვიან ანტიკურობამდე“.   თავის გამოსვლაში […]

გაგრძელება