Monthly Archives: მარტი 2021

აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე – 95

  • მარტი 22, 2021

ღვაწლმოსილ მეცნიერს, მეცნიერების შესანიშნავ ორგანიზატორს,  თვალს­­ა­ჩინო საზოგადო  მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ  ეთერ ქემერტელიძეს 2021 წლის 23 მარტს 95 წელი შეუსრულდა. ეთერ ქემერტელიძემ 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1977 წელს კი, პროფესორის წოდება მიენიჭა. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1993 წელს […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 21, 2021

2021 წლის 19 მარტს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექთა ხელოვნური გაზრდის პრობლემას. მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები – ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი თენგიზ ცინცაძე და დოქტორი ნაილი კაპანაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, დარგის წამყვანი მეცნიერები, ექსპერტები. აღინიშნა, რომ ღრუ­ბელ­თა […]

გაგრძელება

ქართულ-აზერბაიჯანული კონფერენცია

  • მარტი 21, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2021 წლის 17 მარტს,  გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  სახელწოდებით – „ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც სამხრეთ კავაკასიის მშვიდობისა და განვითარების ფაქტორი“. კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით. კონფერენციაზე განხილული იქნა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების აქტუალური საკითხები, კავკასიის უსაფრთხოების, მშვიდობის, სამეცნიერო, კულტურული და […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 16, 2021

ერეკლე ჟორდანიას მონოგრაფიის – „ბიზანტიური პონტო და საქართველო:  სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ეთნოტოპონიმიკის საკითხები XIII-XV საუკუნეებში“  –წარდგინება   2021 წლის 26 თებერვალს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან  მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა და საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნულმა კავშირმა პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით  გამართა ისტორიის დოქტორის ერეკლე ჟორდანიას […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 14, 2021

2021 წლის 12 მარტს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი, მეცხრე სხდომა, რომელიც მიეძღვნა მედიცინის ისტორიის აქტუალურ საკითხებს. სხდომა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე. მას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა […]

გაგრძელება

განცხადება

  • მარტი 12, 2021

2021 წლის 11 მარტს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აირჩია: აკადემიის ნამდვილ წევრად სოლომონ პავლიაშვილი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივნად – აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად – აკადემიკოსი  რამაზ ხეცურიანი  

გაგრძელება

ანონსი

  • მარტი 10, 2021

პარასკევს, 12 მარტს, 19:00-ზე, შედგება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა. სხდომა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატმორმაზე. https://us02web.zoom.us/j/8905849740?pwd=NUZDS3MrRnE3YUxsTFN6Zkh3Ull0Zz09 Meeting ID: 890 584 9740 Passcode: Academy04

გაგრძელება

გელათის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია

  • მარტი 9, 2021

  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2021 წლის 5 მარტს, ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომაზე სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფრიად საინტერესო მოხსენება – „გელათის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია“ (მომხსენებელი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე);  მოხსენება მიეძღვნა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლესური შესწავლის კომისიის სხდომა

  • მარტი 8, 2021

2021 წლის 4 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლესური შესწავლის კომისიის მორიგი  სხდომა, რომელიც მთლიანად მიეძღვნა სვანეთის რეგიონის უახლესი პრობლემების წარმოჩენასა და ანალიზს. სხდომაზე მოხსენება – „სვანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები“ – წარმოადგინა მთის კომისიის სწავლულმა მდივანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მირონ ფირცხელანმა. როგორც თემის დასახელებიდან ჩანს, მომხსენებელმა წარმოადგინა ვრცელი, […]

გაგრძელება

Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის

  • მარტი 6, 2021

ALLEA – ევროპული აკადემიების კავშირი Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის   ALLEA – ს პატივი აქვს, წარმოგიდგინოთ Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის. წელს პრიზის ლაურეატების გამოცხადება მოხდება ALLEA-ს გენერალურ ასამბლეაზე 2021 წლის 5-6 მაისს გენერალურ ასამბლეაზე. შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი უნიკალურია თავისი ხასიათიათ, რადგან იგი ხაზს უსვამს გამოჩენილი მეცნიერებისა და ინტელექტუალების აქტივობებს, რაც […]

გაგრძელება