Yearly Archives: 2023

საქართველო „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივას უერთდება

  • აპრილი 4, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ ინიციატივას საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა. შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. მათივე […]

გაგრძელება

მეცნიერ ქალთა დაჯილდოვება

  • აპრილი 3, 2023

მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა აკადემიკოს ქალბატონებთან მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და აკადემიკოს ქალბატონებს მეცნიერთა საერთაშორისო დღე მიულოცა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მან ისაუბრა იმ დიდ მიღწევებსა და წვლილზე, რაც მეცნიერმა ქალებმა  მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში შეიტანეს. ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს […]

გაგრძელება

დილემა კაცობრიობის წინაშე

  • აპრილი 3, 2023

2023 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს რესპუბლიკის პირველი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. წლეულს ზვიად გამსახურდია 84 წლისა შესრულდებოდა. საქართველოს ისტორიაში და ქართულ ეროვნულ მოძრაობაში მისი დიდი ღვაწლის შესახებ აუდიტორიის წინაშე მოხსენება წაიკითხა ზვიად გამსახურდიას მეგობარმა და თანამებრძოლმა, ეროვნული მოძრაობის ვეტერანმა, მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ. კონფერენციაზე აღინიშნა იმ საჭირბოროტო საკითხების […]

გაგრძელება

საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ბიოდიზელის მიღება და პერსპექტივები

  • მარტი 28, 2023

მიმდინარე წლის 23 მარტს აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა, სადაც მოხსენებით – „საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ბიოდიზელის მიღება და პერსპექტივები“ – გამოვიდნენ: თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნათელა ხეცურიანი და კახა ქარჩხაძე. ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ნახშირწყალბადოვანი წარმოშობის ენერგომატარებლების დაზოგვითი ტექნოლოგიების განვითარების უმნიშვნელოვანესი […]

გაგრძელება

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალის წარდგენა

  • მარტი 27, 2023

2023 წლის 16 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციას „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც 2022 წლის 1-2 სექტემბერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, […]

გაგრძელება

არქეები და მათი ვირუსები: ქართულ-გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის გამოცდილება

  • მარტი 27, 2023

2023 წლის 22 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის, ევროპის აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ მოწვეული პროფესორის დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია – „არქეები და მათი ვირუსები“. სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წელი და ქართულ-გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის გამოცდილება”.   მოკლედ იქნა მიმოხილული დავით ფრანგიშვილის 50-წლიანი სამეცნიერო კარიერა […]

გაგრძელება

აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია

  • მარტი 23, 2023

2023 წლის 17 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“. ლექცია ეხებოდა ბიზანტიურ-ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ექვთიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის – მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში  და მომხსენებლის მიერ ვარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 22, 2023

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე მოხსენებით: „მცენარეთა მავნებელი მწერები და მათი რიცხოვნობის ბუნებრივი მტრებით რეგულაცია“, გამოვიდა ბიოლოგიის  დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაფოშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მავნებელი მწერები დიდ ზიანს აყენებენ როგორც სასოფლო-სამეურნეო და სატყეო კულტურებს, ასევე დეკორატიულ მცენარეებს ურბანულ გარემოში. შესაბამისად, მათი რიცხოვნობის რეგულაცია, ეკოლოგიურად […]

გაგრძელება

ენერგეტიკული ფორუმი

  • მარტი 16, 2023

მიმდინარე წლის 15 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ენერგეტიკული ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო აკადემიის „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ეს მნიშვნელოვანი ფორუმი გახსნა „მთის კომისიის“ თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მოხსენება ენერგეტიკაში არსეულ ამჟამად აქტუალურ საკითხებზე კი, წაიკითხა „მთის კომისიის“ სწავლულმა მდივანმა მირონ ფორცხელანმა. სხდომაზე ყურადღება […]

გაგრძელება

წიგნის „საქმიანი საქართველოს დაბადება (1801-1921 წწ.)“ წარდგინება

  • მარტი 15, 2023

მიმდინარე წლის 14 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ისტორიკოსების: ოთარ ჯანელიძისა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის – „საქმიანი საქართველო (1801-1921 წწ.)“ წარდგინება. ღონისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის მიერ. წიგნის რედაქტორია – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი. კაპიტალისტური წარმოების წესი ქართულ სინამდვილეში ძნელად, წინააღმდეგობების დაძლევის გზით შემოდიოდა და იმკვიდრებდა ადგილს. კაპიტალისტურ […]

გაგრძელება