Yearly Archives: 2023

ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

  • ოქტომბერი 29, 2023

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას სტუმრობდა ჩინეთის, კერძოდ, ქ. გუანჯოუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დელეგაცია ქ. გუანჯოუს მერის ხელმძღვანელობით.  დელეგაციის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებასთან ურთიერთობის დამყარება. შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სხვადასხვა დაავადებების სამედიცინო ტესტების წარმოების სფეროს, განხილულ იქნა შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, და განხორციელების […]

გაგრძელება

სამეცნიერო კონფერენცია ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“

  • ოქტომბერი 26, 2023

მიმდინარე წლის 20-22 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაციამ ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრმა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022 – 2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საერთაშორისო […]

გაგრძელება

პროექტის წარდგინება პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორი

  • ოქტომბერი 24, 2023

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პროექტ „პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორის“ შედეგების პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ. პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის მეტაკოგნიტური მართვის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საპრეზენტაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, პოლიტიკის მეცნიერების […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი თემაზე: ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებები კომპლექსური მოვლენებისა და პროცესების კვლევებში

  • ოქტომბერი 24, 2023

ხელოვნური ინტელექტი ბოლო ხანს ძალიან პოპულარული დარგი გახდა მსოფლიოში, იგი ეკონომიკაშიც ფართოდ არის გამოყენებული და განათლების სფეროშიც. სწორედ ამ სიახლეს მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებული სემინარი, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სისტემების კვლევის ინსტიტუტის პროფესორი იანუშ კაქპრჟიკი და თსუ პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი გია სირბილაძე. ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერული მეცნიერების დარგია, რომელიც […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების შედეგებს გაეცნენ

  • ოქტომბერი 24, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ძირითადი შედეგები გააცნო. „შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული დარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკის […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ოქტომბერი 23, 2023

მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა თემაზე: „პათოლოგანატომიური სამსახური საქართველოში“; მომხსენებლები იყვნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიმა ბერიაშვილი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ემერიტუს პროფესორი რამაზ ჩიხლაძე. მომხსენებლებმა ისაუბრეს პათოლოგანატომიური სამსახურის არსებული მდგომარეობის, ანალიზისა და გავითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის პროექტის C/Can (City Cancer Challenge) […]

გაგრძელება

კავკასიის ისტორია – ორტომეულის წარდგენა

  • ოქტომბერი 23, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, „კავკასიის ისტორიის“ ორტომეულის წარდგენა გაიმართა. მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მომზადებული და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემული „კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ავტორთა კოლექტივი აერთიანებს აკადემიკოს როინ მეტრეველს, პროფესორებს: ვალერი ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ჯონი კვიციანს, ლელა მიქიაშვილს, ვახტანგ გურულს, ოთარ ჯანელიძეს და ალექსანდრე დაუშვილს. წიგნის სარედაქციო კოლეგიაში შესულები […]

გაგრძელება

შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან

  • ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები: ციან უეიმინგი –  საინფორმაციო და განათლების ინვესტირების კომპანიების:  Zhuji Chengjin Information Consulting Co.,Ltd, Zhuhai Zhongsuqidi Education Investment Co.,Ltd,  Zhuhai Zhongsuqidi Education Investment Co.,Ltd თავმჯდომარე. ჩენ ძიანინგი – პეკინის საერთაშორისო ტექნოლოგიური განვითარების კომპანიის   Qianfu International თავმჯდომარე, Zhuji Shengzhuo საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანიის თავმჯდომარე, Zhuji Chengjin […]

გაგრძელება

პროფესორ ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება

  • ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში შედგა აკადემიის უცხოელი წევრის, ველინგტონის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება თემაზე – „რას აკეთებს ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“. ბატონი ესტატე გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული სპეციალისტი ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის დარგში. მან თავის მოხსენებაში  ისაუბრა მათემატიკის ამ მიმართულების როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით ასპექტებზე. ხატოვანი ენით წაკითხული […]

გაგრძელება

განცხადება

  • ოქტომბერი 10, 2023

შეძრწუნებულები ვართ ისრაელის სახელმწიფოზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე არანახული მასშტაბის ტერორისტული თავდასხმით. ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი ტერორისტები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დახოცეს ქალები და ბავშვები, მძევლად აიყვანეს ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასობით რაკეტა ესროლეს ისრაელის სამოქალაქო დასახლებებს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ფანატიზმი და ტერორიზმი – ბნელი ძალა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს მთელ კაცობრიობას. ფანატიკოსებს და ტერორისტებს არ გააჩნიათ […]

გაგრძელება