Yearly Archives: 2024

კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

  • ოქტომბერი 2, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და  წევრ-კორესპონდენტთა ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში: აკადემიკოსთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია ფიზიკა 1 საქართველოს ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფიზიკური ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა 1   წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია მათემატიკა 2 გეოლოგია 1 გეოფიზიკა 1 ენერგეტიკა 1 სამთო საქმე 1 ეკონომიკის მართვის კომპიუტერული მოდელები 1 ქიმია და […]

გაგრძელება

ლევილში 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილე აღინიშნა

  • ოქტომბერი 2, 2024

ლევილის ქართულ-ფრანგული მუზეუმის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 23 სექტემბერს, ლევილის ქართველთა მამულში ჩატარდა 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით ლევილს საქართველოდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული […]

გაგრძელება

გურამ შარაძის გახსენება

  • ოქტომბერი 2, 2024

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ღირსეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, ისტორიკოსის, პროფესორის, პოლიტიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის (1997 წ.) გურამ შარაძის ხსოვნის საღამო. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო შემდეგ სიტყვა მისალმებისთვის გადაეცა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს. ვრცელი მოხსენება – „გულმართალი მამულიშვილი“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მწერალმა, მთარმგმნელმა […]

გაგრძელება

IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

  • სექტემბერი 30, 2024

2024 წლის 25-27 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელიც შესავალი სიტყვით და მოხსენებით – „კავკასია – უძველესი ცივილიზაციის კერა“ გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „მოხარული ვარ, რომ თბილისში საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გამართვის ტრადიცია გრძელდება. ეს თავყრილობა […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი

  • სექტემბერი 30, 2024

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ: ბასკეთის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, გამოყენებითი მათემატიკის ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ინტელექტუალური სისტემების ჯგუფის ხელმძღვანელი  ხოსე ანტონიო ლოზანო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი, გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრის გამგე გია სირბილაძე. ხოსე ანტონიო […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი – 75

  • სექტემბერი 19, 2024

დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ავთანდილ (ბიძინა) კორახაშვილს, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოება. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად მან განვლო მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გზა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის აგრარული მეცნიერების განვითარების საქმეში, რის გამოც ეკონომიკის  აგრარული სექტორის ამ ღვაწლმოსილმა პროფესიონალმა და თვალ­საჩინო […]

გაგრძელება

ჩინეთის მეცნიერთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • სექტემბერი 17, 2024

მიმდინარე წლის  16 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის (IRECAS Institute of Russian, Eastern European and Central Asian Studies Chinese Academy of Social Sciences) წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრას  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უძღვებოდა. დელეგაციას საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის […]

გაგრძელება

ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • სექტემბერი 16, 2024

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: “მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის […]

გაგრძელება

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • სექტემბერი 12, 2024

2024  წლის 10 სექტემბერს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც  1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა სქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა 1924 წლის აჯანყების უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს  უახლეს ისტორიაში,  რადგან დამარცხების მიუხედავად, ამ მოვლენამ […]

გაგრძელება

სამეცნიერო კონფერენცია: „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“

  • სექტემბერი 6, 2024

2024 წლის 13 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ეკონომისტის დღეს. კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; […]

გაგრძელება