Yearly Archives: 2024

ანონსი

  • ივნისი 20, 2024

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 20, 2024

2024 წლის 17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის დოქტორ მერაბ ბოლქვაძის  მოხსენება: ,,საქალაქო ტრანსპორტის პრობლემები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში’’. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტი, […]

გაგრძელება

თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 17, 2024

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი პედაგოგისა და სწავლულის – თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: გონელი არახამია და ქეთევან პავლიაშვილი. […]

გაგრძელება

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა

  • ივნისი 17, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა.

გაგრძელება

მომავლის ეკონომიკა – რობოტექნიკა და ხელოვნური ინტელექტი

  • ივნისი 16, 2024

რა გეოეკონომიკური ფუნქცია უნდა შეიძინოს საქართველომ, რომ მოკლე ხანში, განვითარებულ ქვეყნად იქცეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გადაცემაში „დიდი სივრცე“. გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

აკადემიკოს რამაზ ხუროძის ახალი გამოცემა

  • ივნისი 14, 2024

გამოქვეყნდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს რამაზ ხუროძის ახალი წიგნი „პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირების საფუძვლები“.

გაგრძელება

აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მეათე რეგიონული დიალოგი

  • ივნისი 12, 2024

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მეათე რეგიონული დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებაზე და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტმა, აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების […]

გაგრძელება

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი მონოგრაფიის გამოცემა

  • ივნისი 11, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოიცა ნაშრომი „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში“, რაც სიახლეს წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში  კრიმინოლოგიური საკითხების შესწავლასა და განხილვაში. ავტორმა ქართულ და ინგლისურ ენაზე მკითხველის წინაშე წარმოადგინა 21-ე საუკუნის გლობალური საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების სისტემების განვითარების მდგომარეობა და პრობლემები, საგზაო-სატრანსპორტო სისტემებში დანაშაულის და სამართალდარღვევათა მდგომარეობა, მისი ხელშემწყობი პირობები და […]

გაგრძელება

აკადემიკოს დავით მუსხელიშვილს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია მიენიჭა

  • ივნისი 11, 2024

ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა კომისიამ 2024 წლის ლაურეატები დაასახელა. პრემია ქართველ და პოლონელ მეცნიერებს მიენიჭათ. კერძოდ, პრემია მიენიჭა დავით მუსხელიშვილს – ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს. დაჯილდოვდა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში, კერძოდ, ისტორიული გეოგრაფიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პიოტრ მ.ა. ცივინსკის – ისტორიკოსს, მედიევისტს, საზოგადო […]

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ახალი მონოგრაფია

  • ივნისი 11, 2024

,,მეცნიერების” გრიფით გამომცემლობა ,,უნივერსალმა” ფერადი ილუსტრაციებით გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გივი გავარდაშვილის მე -19 მონოგრაფია – ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსფრთხოება “. წიგნის ფორმატია B5, 546 გვ. მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები, რომელიც მოიცავს ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკით­ხებს. ნაშრომში საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტი­სათვის შეფასებულია კლიმატის ცვლილება და გაანგარიშებულია მელიორაციის […]

გაგრძელება