სიახლეები

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

  • სექტემბერი 11, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხები, საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა […]

გაგრძელება

რა გავლენა ექნება „ბრიკსის“ გაფართოებას საერთაშორისო დღის წესრიგზე

  • სექტემბერი 4, 2023

28 აგვისტოს კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ლადო პაპავას ინტერვიუ „ბრიკსი“-ს სამიტის შედეგებსა და მის მნიშვნელობაზე. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია – ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით

  • აგვისტო 23, 2023

მიმდინარე წლის 21-26 აგვისტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია, ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროექტის ,,ღვარცოფსაწინააღმდეგო ელასტიკური ბარაჟი“ (AR – 18-1244) ფარგლებში და დაფინანსებით, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით“, სადაც […]

გაგრძელება

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ,,მაცნეს“ წარმატება

  • აგვისტო 22, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“: (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია) „ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში შევიდა. აღნიშნული ჟურნალი (მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი), ფრიად პოპულარული სამეცნიერო გამოცემაა, სადაც ქვეყნდება პირველხარისხოვანი ნაშრომები ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის პრობლემებზე. ჟურნალთან ინტენსიურად თანამშრომლობენ უცხოელი […]

გაგრძელება

თაფლის ფესტივალი

  • აგვისტო 21, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო თაფლის ფესტივალს, რომელიც გაიმართა 19-20 აგვისტოს ბათუმში. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. როგორც აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლნ დოლარის ღირებულების თაფლი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ […]

გაგრძელება

„თუ არ იქნება ჩინური ინვესტიციები, არ იქნება ჩინური ტვირთებიც“

  • აგვისტო 12, 2023

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარ­ტნიორობის შესახებ „კვირის პალიტრა“ ესაუბრა აკადემიკოს ლადო პაპავას. ინტერვიუ იხილეთ აქ.

გაგრძელება

მორიგი გამოხმაურება აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის უცხოურ მონოგრაფიაზე

  • აგვისტო 8, 2023

Georgia Today-ს აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის უცხოურ მონოგრაფიაზე „Homo sapiens and Technogenic Environment”.

გაგრძელება

ინტერვიუ აკადემიკოს ლადო პაპავასთან

  • აგვისტო 6, 2023

ქართულ მეცნიერებაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე Dalma News-ი ესაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ლადო პაპავას. ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ.

გაგრძელება

განცხადება

  • აგვისტო 4, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

გაგრძელება

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • ივლისი 31, 2023

მიმდინარე წლის 29 ივლისს, ქ. მესტიაში გაიმართა სვანეთობის ტრადიციული დღესასწაული, რომლიც ფარგლებშიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მიენიჭა ქ. მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება. მას ეს ჯილდო მიანიჭეს პანდემიის პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიმართ მის მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან მოსახლეობისთვის აუცილებელი სასურსათო […]

გაგრძელება