სიახლეები

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 25, 2023

2023 წლის 15 მაისს ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა მტკნარი და მინერალური წყლების მოპოვებისა და ბუტილირებული წყლის ექსპორტის გაზრდის საკითხებს. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ზურაბ კაკულია, ზურაბ ვარაზაშვილი, მარინე მარდაშოვა (სტუ-ს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი), ვახტანგ გელაძე (სტუ-ს საქართველოს საწარმოთა ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი), აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი (სტუ-ს […]

გაგრძელება

ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები

  • მაისი 24, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომი­კური და სოცია­ლუ­რი საბჭოს (ECOSOC) საკონსულ­ტა­ციო  სტატუსის ორგანიზაციის  ა(ა)იპ  გარემოს დაცვის ეკოცენტ­რის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მომზადდა პროექტი ,,ბუნებრივი კატასტრო­ფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ ფინანსდება UNESCO- ს მიერ. პროექტში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების […]

გაგრძელება

განცხადება

  • მაისი 22, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით აკადემიის საერთო კრება ჩატარდება 2023 წლის 7 ივნისს, 1200 საათზე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდი­უმის დადგენილებით, პრეზიდენტობის კანდიდატების წამოყე­ნების ვადა განისაზღვრა ამა წლის 22 მაისიდან 5 ივნისის 1700  საათამდე.   პრეზი­დენტობის კანდიდატთა წარდგინების რეგის­ტრაცია იწარმოებს აკადემიის კანცელარიაში ყოველ სამუშაო დღეს, 1100-დან  1700 საათამდე.   პრეზიდიუმის დადგენილება დებულება  

გაგრძელება

ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოება

  • მაისი 19, 2023

2023 წლის  მარტში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის, „პარიზ-საკლეს“ უნივერსიტეტის,  ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ფიზიკის ლაბორატორიის (IJCLab), ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრისა (CERN) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცხადებული იყო კონკურსი ფიზიკაში ქართველი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. კონკურსში მონაწილეობა მიიღო და თეზისები წარმოადგინა 45-მა ახალგაზრდამ. დასკვნით ტურში, რომელიც 2 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა, […]

გაგრძელება

ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა

  • მაისი 17, 2023

მიმდინარე წლის 11 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა თემაზე: „ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობა“; მომხსენებელი გახლდათ  პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ–ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი წინწკალაძე. მან აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურის ძეგლების […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • მაისი 17, 2023

მიმდინარე წლის 4 და 5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოსების ერეკლე გამყრელიძისა და დავით შენგელიას 90 წლის იუბილეს. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. ქართული გეოლოგიური სკოლის უთვალსაჩინოესმა წარმომადგენელმა, საქართველოს ეროვნული […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 12, 2023

   ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია   მიმდინარე წლის 27 აპრილს აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია“ გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სახელმწიფო მრჩეველი, დიპლომატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 10, 2023

გიორგი სააკაძის ფენომენი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით  „გიორგი სააკაძის ფენომენი“ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა  პოეტი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. ვაჟა ოთარაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა ქართული ისტორიოგრაფიისათვის ნაკლებად ცნობილ და გიორგი სააკაძის პიროვნებასთან დაკავშირებულ უცნობ ფაქტებზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა […]

გაგრძელება

განცხადება უცხოელი წევრების არჩევის შესახებ

  • მაისი 10, 2023

2023 წლის 5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის უცხოელ წევრებად აირჩია: 1. გერმანელი მეცნიერი, არქეოლოგი, პროფესორი ჰერმან პარცინგერი არქეოლოგიის დარგში 2. ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი ბილალ აიუბი ინჟინერიის დარგში 3. თელ-ავივის უნივერსიტეტის გეოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ლევ ეფელბაუმი გეოფიზიკის დარგში 4. შანდუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იუანდა სონგი ბიოქიმიის დარგში

გაგრძელება

პირველად საქართველოში, შავი ზღვის მეცნიერული კვლევის ობსერვატორია (NPBSO) დაფუძნდება

  • მაისი 9, 2023

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თანახელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ–ეკოლოგიურ პუნქტში, პირველად საქართველოში, ნატოს სტანდარტების გათალისწინებით შავი ზღვის ობსერვატორია (NPBSO) დაფუძნდება, სადაც ინსტიტუტის მეცნიერები შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლიან. სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის  მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში შედის მსოფლიოს […]

გაგრძელება