სიახლეები

სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული კომისიის სხდომა

  • ივნისი 30, 2020

მიმდინარე წლის 3 ივნისს, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფესორ ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე პროფესორ პაატა იმნაძესთან, რომელიც მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა შექმნილიყო სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული კომისია, რომელიც იმუშავებდა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა კორონა ვირუსის შესწავლისა და მასთან ბრძოლის საქმეში. კომისიის შემადგენლობაში […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე

  • ივნისი 30, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ პროფესორი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების გამგე, პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი ნოდარ ცინცაძე. დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძემ დიდი როლი შეასრულა […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 29, 2020

სამშაბათს, 30 ივნისს, 17:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მეექვსე სხდომა, რომელიც მიეძღვნება უშვილობის პრობლემებს.

გაგრძელება

სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე

  • ივნისი 15, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 12 ივნისს გაიმართა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. მოხსენებით – „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა „იუნესკოს“ წარმომადგენლობით ნუსხაში“ , დამსწრე საზოფგადოების წინაშე წარსდგა – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის […]

გაგრძელება

სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგიები ძლიერი სახელმწიფოს ეპოქაში“

  • ივნისი 12, 2020

12 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გიორგი კვესიტაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგიები ძლიერი სახელმწიფოს ეპოქაში“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიაში და ეძღვნება მეცნიერების დღეს. ამ ღონისძიებაზე აკად. გ. კვესიტაძე ტრადიციულად პირველი გამოდის პრეზენტაციით. ამჯერად მისი მოხსენების თემა იყო „მიკროორგანოზმები და მცენარეები – ორგანული დამაბინძურებლების […]

გაგრძელება

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი – 80

  • ივნისი 10, 2020

გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს  რისმაგ გორდეზიანს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. იგი თავისი მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობით, საერთაშორისო ავტორიტეტითა და აღიარებით არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის, არამედ ფილოლოგიურ და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთაც. რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური […]

გაგრძელება

განცხადება

  • ივნისი 3, 2020

მეცნიერებათა აკადემიაში 2020 წლის 3 ივნისს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების გამო აკადემიაში შეუძლებელი გახდა 2020 წლის 22 იანვარს გამოცხადებული აკადემიკოსების არჩევნების პროცესის გაგრძელება. 2020 წლის 13 მარტს აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით შეჩერდა აკადემიკოსების საარჩევნო პროცესი რამდენიმე თვით. ამჟამად გაუქმებულია საგანგებო […]

გაგრძელება

შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან

  • ივნისი 3, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით, მიმდინარე წლის 3 ივნისს მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფ. ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე – პროფ. პაატა იმნაძესთან. შეხვედრა მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს. აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გიორგი კვესიტაძემ და პროფ. ამირან გამყრელიძემ აღნიშნეს, რომ “COVID-19”-ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფექციასთან დაკავშირებით […]

გაგრძელება

წერილი რედაქციას

  • მაისი 11, 2020

ა.წ. 13-18 აპრილის „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მედიცინის დოქტორის (როგორც გაზეთი გვაუწყებს – ჟენევაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გლობალურ ფონდში მუშაობს) გიორგი შაქარიშვილის ინტერვიუ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. არ შევეხებით ზოგადად ინტერვიუს, სადაც ე.წ. რესპონდენტი თავს იწონებს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკით „არასწორი“ ადმინისტრაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო. შემდეგ, გარკვეულ აზრს გამოთქვამს ევროპაში ვირუსის გავრცელების თაობაზე […]

გაგრძელება

განცხადება

  • მაისი 11, 2020

ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა აკადემიკოს ი. კიღურაძის წერილი. სწორედ ახლა, როდესაც ქვეყანა ერთიანი ძალით, მთელი შემართებით ებრძვის მსოფლიოს „უხილავ მტერს“ კორონავირუსს, მეცნიერმა მოიცალა და შეეცადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის განქიქებას. მას არ მოსწონს აკადემიის საქმიანობა, არც აკადემიის შემადგენლობის ერთი ნაწილი, ხელმძღვანელობას მოიხსენიებს, როგორც მაფიას და ა. შ. შემწყრალია იმ ფაქტის გამო, რომ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობამ, […]

გაგრძელება