სიახლეები

საქართველოს მთიანეთის შესწავლის კომისიის სხდომა

  • მაისი 23, 2019

მიმდინარე წლის 15 მაისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, მიძღვნილი მთის რეგიონის დაცული ტერიტორიების მართვის პრობლემებისადმი. მოხსენება დუშეთის რაიონის დაცული ტერიტორიების შესახებ გააკეთა დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვაჟა ჭინჭარაულმა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ. სხდომამ […]

გაგრძელება

მხატვარ რეზო ადამიას წიგნის წარდგინება

  • მაისი 21, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 16 მაისს მოეწყო მხატვარ რეზო-ემელიანე ადამიას წიგნი-რომანის „მზე“ წარდგინება. ავტორი თავის რომანს უძღვნის პლანეტის ერთა მარადიულობას. რომანში ერთმანეთს ცვლის უაღრესად შთამბეჭდავი პასაჟები და მხატვრული სახეები. რეზო ადამია შესანიშნავი მხატვარია და მის მრავალფეროვან შემოქმედებაში არის რაღაც კოსმიური, ამიტომაც სრულიად კანონზომიერია, რომ მისი რომანი „მზე“ საოცარი ოსტატობით, ხატოვნად წარმოგვიდგენს სიცოცხლისა და […]

გაგრძელება

თამაზ ბუაჩიძის წიგნის წარდგინება

  • მაისი 21, 2019

მიმდინარე წლის 15 მაისს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთობლივი გამოცემის პროფესორ თამაზ ბუაჩიძის წიგნის – „ ფილოსოფიური არქივი“ ტომი I  წარდგინება. წინამდებარე გამოცემით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი იწყებს სახელმწიფო და კერძო არქივებში დაცული, დღემდე გამოუქვეყნებელი იმ სამეცნიერო შრომების პუბლიკაციას, რომლის ავტორებიც ქართველი ფილოსოფოსები და […]

გაგრძელება

მოსწავლეთა დაჯილდოება

  • მაისი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციად იქცა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. მიმდინარე წლის 11 მაისს აკადემიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტურის გამარჯვებულები ესტუმრნენ თავიანთ პედაგოგებთან ერთად. შეხვედრა გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცათ ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს. ამის შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. კონფერენციის გამარჯვებულებს საჩუქრად […]

გაგრძელება

აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილე

  • მაისი 14, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 მაისს გაიმართა აკადემიკოს თინათიან ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – „აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წაიკითხა პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ. თინათინ ყაუხჩიშვილი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად 1993 წელს აირჩიეს. იგი კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის სკოლის გამორჩეული წარმომადგენელია და […]

გაგრძელება

ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 10, 2019

2019 წლის 8 მაისს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიურ დაავადებებს. ღინოსძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. საკითხის აქტუალობას განაპირობებს აღნიშნული დაავადებების მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა საქართველოში. სხდომაზე წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება: „ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა საქართველოში: მიღწევები, პრობლემები, დახვეწის […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 8, 2019

მიმდინარე წლის 3 მაისის სხდომაზე საქართველოს იმ მეცნიერებსა და გამომგონებლებს, რომლებსაც აქვთ ჩვენი ქვეყნის მოქმედი პატენტების დიდი რაოდენობა (პროფესორი ლეონ მახარაძე, პროფესორი მანანა ქარჩავა, პროფესორი რევაზ მახარობლიძე, დოქტორი ზაურ ჩიტიძე, პროფესორი რაულ თურმანიძე, აკადემიკოსი გიორგი თავაძე, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი და პროფესორი გურამ ქაშაკაშვილი), გადაეცათ აკადემიის საპატიო სიგელები, რომლებითაც ისინი დაჯილდოვდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად […]

გაგრძელება

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე

  • მაისი 3, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ასევე ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაში კორნელი კეკელიძეს გამორჩეული ადგილი უკავია. მეცნიერმა თავისი ღრმა განსაწავლულობა, ნიჭი და ენერგია მთლიანად შეალია ქართველოლოგიის, […]

გაგრძელება