არქივი

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივნისი 23, 2022

მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება, – „ქვათა ღაღადი XXI საუკუნის საქართველოში“, წარმოადგინა მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ. საკითხი შეეხო მეტად მტკივნეულ და აქტუალურ თემას. კერძოდ, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ღირსება-ზნეობისგან  დაცლილმა  ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველ ერს   გაუბედა და  მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, სათაყვანებელი მეფის, – დავით აღმაშენებლის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 14, 2022

2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის მოხსენება თემაზე: „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ნარჩენების მართვის ინოვაციური სისტემის შექმნისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში. ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივნისი 9, 2022

მიმდინარე წლის 6 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის“ სხდომა, რომელზეც მოხსენება წარმოადგინა კომისიის წევრმა, ეკონომიკის დოქტორმა, ახალი უმაღლესი სასწავლებლის აფილირებულმა პროფესორმა, ბატონმა ნოდარ გრძელიშვილმა. მოხსენების თემა იყო – “საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ძირითადი ტენდენციები”. მომხსენებელმა საფუძვლიანად, კრებსითი მონაცემების შეჯერებით განიხილა ქართული ეკონომიკის წინააღმდეგობრივი პროცესები 90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. მან გააანალიზა ეს პროცესები და […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 9, 2022

2022 წლის 3 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის არჩილ მაღალაშვილის  მოხსენება: „საქართველოში სამთო მრეწველობის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუციური ბაზისის და სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინების განვითარების კონცეფციის თეზისები“, რომელიც მიეძღვნა  სამთო-სამრეწველო დარგის განვითარების პრობლემატიკას. მოხსენებაში აღინიშნა, რომ სამთო მრეწველობის წყალობით დაარსდა და დღესაც მასზეა დამოკიდებული საქართველოს მრავალი ქალაქი, დაბა და რეგიონიც კი, მან ხელი შეუწყო […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 26, 2022

2022 წლის 20 მაისის სხდომაზე განხილული იქნა  საქართვე­ლოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს  რამაზ ქაცარავას მოხსენება: „პოლიმერული ბიომიმეტიკები – დიზაინი და პრაქტიკული გამოყენება“, რომელიც მიეძღვნა ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, ე.წ. ბიომიმეტიკების შექმნას, შესწავლასა და კომერციალიზაციას.   აღინიშნა, რომ სინთეზური პოლიმერების მნიშვნელოვანი ნაკლია მათი მდგრადობა ქიმიური თუ ბიოლოგიური დაშლის მიმართ, რაც წარმოადგენს […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • მაისი 15, 2022

ბედისწერის დანაღმულ ველზე დღემდე უცნობი ქართველი ავტორის, კატი (ეკატერინე-ჩიჩი) დადეშქელიანის (1890-1977) მემუარების ქართულ ენაზე თარგმნა და  გამოცემა, ჩვენი კულტურულ-სამეცნიერო და ლიტერატურული   ცხოვრების მნიშვნელოვანი  მოვლენაა, სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში, მიმდინარე წლის 5 მაისს გამართული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მწერლისა და მთარგმნელის ქეთევან ტომარაძის წიგნის – კატი […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული სხდომა

  • მაისი 15, 2022

2022 წლის 5 მაისს პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით გაიმართა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი „შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“  გაერთიანებული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა  ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. სხდომაზე, მოხსენებით -„ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის ახლებური ინტერპრეტაცია“ – წარსდგა ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია. თავის გამოსვლაში ავტორმა  განიხილა […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 4, 2022

2022 წლის 29 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა  პროფესორ არჩილ ჭირაქაძის (სტუ, სსც „საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი“-ს  დირექტორი, თსუ, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) და აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას მოხსენება თემაზე: „ინფიცირებისგან დაცვის აქტიური ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებები და დაავადების სამკურნალო  მოდალობები“. მომხსენებელმა განიხილა ნანოგანზომილებიანი მასალების, თხევადი კრისტალების,  ფოტოსენსიბილიზატორების  და ანტიმიკრობული ფარმაცევტული პრეპარატების საფუძველზე კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებისა […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • აპრილი 12, 2022

2022 წლის 8 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რევაზ ქავთარაძის მოხსენება თემაზე: „წყალბადის ენერგეტიკა – ცივილიზაციის გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  წყალბადის ენერგეტიკის გავრცელება არის თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე მდგარი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გლობალური ენერგეტიკული, ეკოლოგიური და კლიმატური პრობლემების გადაჭრის პერსპექტიული და რეალური გზა.  […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 30, 2022

2022 წლის 24 მარტს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა სსიპ სამთო ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: „აფეთქების ტექნოლოგიები: პრობლემები, მიღწევები, პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ აფეთქების ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება როგორც სამოქალაქო ინჟინერიაში, ასევე თავდაცვის სფეროში. კვლევები ამ მიმართულებით გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს სამთო ინსტიტუტში, აშენდა მსოფლიოში უნიკალური  მიწისქვეშა […]

გაგრძელება