არქივი

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 3, 2020

ცენტრის 2020 წლის 3 ივლისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გელა ჯავახიშვილის მოხსენება: „უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ინოვაციური მოდელები“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების კონსტრუქციული შესრულების სიმარტივე, მომსახურეობის მოხერხებულობა, სრული ავტომატიზების შესაძლებლობა, მაღალი ენერგეტიკული და საექსპლოატაციო მაჩვენებლები განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვიბროამგზნებები სულ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალურ პროვლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 1, 2020

2020 წლის 30 ივნისს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მეექვსე სხდომა, რომელიც მიეძღვნა უშვილობის პრობლემებს. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან ხაზი გაუსვა უშვილობის პრობლემის მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის მრავალწახნაგოვანი პრობლემა, რომელშიც იკვეთება მედიცინის, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. მომხსენებლებმა ყურადრება გაამახვილეს უშვილობის […]

გაგრძელება

სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული კომისიის სხდომა

  • ივნისი 30, 2020

მიმდინარე წლის 3 ივნისს, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფესორ ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე პროფესორ პაატა იმნაძესთან, რომელიც მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა შექმნილიყო სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული კომისია, რომელიც იმუშავებდა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა კორონა ვირუსის შესწავლისა და მასთან ბრძოლის საქმეში. კომისიის შემადგენლობაში […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 29, 2020

სამშაბათს, 30 ივნისს, 17:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მეექვსე სხდომა, რომელიც მიეძღვნება უშვილობის პრობლემებს.

გაგრძელება

სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე

  • ივნისი 15, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 12 ივნისს გაიმართა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. მოხსენებით – „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა „იუნესკოს“ წარმომადგენლობით ნუსხაში“ , დამსწრე საზოფგადოების წინაშე წარსდგა – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 10, 2020

ცენტრის 2020 წლის 6 მარტის სხდომაზე განხილული იქნა ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორების მანანა კაჭახიძისა და ნინო კაჭახიძე-მერფის მოხსენება: „მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოდელი და ძლიერი მიწისძვრების  პროგნოზირების მეთოდები“.  მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მიწისძვრის  მომზადების, მოხდენის და შემდგომდროინდელ (ავტერშოკების ჩაცხრომამდე) პერიოდებში თითქმის ყველა გეოფიზიკური ველი განიცდის ანომალურ შეშფოთებებს. მომხსენებლებმა, კვლევების საფუძველზე, შეძლეს ზემოთ აღნიშნული ანომალური გეოფიზიკური […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 6, 2020

მიმდინარე წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ“ მორიგი სხდომა ჩაატარა, რომლის თემა გახლდათ –  „ქართული სკოლის მოდელი“, ხოლო  მომხსენებელი –  ისტორიის მეცნიერებათა  დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი სერგო დუმბაძე. სხდომა გახსნა  კომისიის თავჯდომარემ,  აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. კომისიის წევრებს მომხსენებელმა  მოკლედ გააცნო წარმოდგენილი პროექტის შინაარსი და ამ პროექტის სამომავლო […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 27 თებერვალს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მე-5 სხდომა, რომელიც მიეძღვნა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მასში მონაწილეობა მიიღეს: კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ; ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ნოდარ მითაგვარიამ; პარლამენტის […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • თებერვალი 20, 2020

მიმდინარე წლის 19 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ენერგეტიკული მიდგომა ფარმაკოლოგიასა და მცენარეთა დაცვაში“, –  წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ ჭირაქაძე. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, – „მარტივი და თვალსაჩინო მათემატიკური მოდელი – ეგრეთ წოდებული იზობოლების მეთოდი – მოდიფიცირდა და გამოყენებულ იქნა სამი ინსექტიციდური პრეპარატის ნარევი […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 18, 2020

ცენტრის 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რევაზ ქავთარაძის (რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი) მოხსენება თემაზე: „წყალბადის დიზელი – მომავლის ძრავა. შექმნის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე მდგარი გლობალური ენერგეტიკული და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სატრანსპორტო ენერგეტიკის განითარებაზე.  ცხადი გახდა, რომ ამ ენერგეტიკის […]

გაგრძელება