არქივი

კავკასიის ისტორია – ორტომეულის წარდგენა

  • ოქტომბერი 23, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, „კავკასიის ისტორიის“ ორტომეულის წარდგენა გაიმართა. მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მომზადებული და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემული „კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ავტორთა კოლექტივი აერთიანებს აკადემიკოს როინ მეტრეველს, პროფესორებს: ვალერი ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ჯონი კვიციანს, ლელა მიქიაშვილს, ვახტანგ გურულს, ოთარ ჯანელიძეს და ალექსანდრე დაუშვილს. წიგნის სარედაქციო კოლეგიაში შესულები […]

გაგრძელება

შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან

  • ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები: ციან უეიმინგი –  საინფორმაციო და განათლების ინვესტირების კომპანიების:  Zhuji Chengjin Information Consulting Co.,Ltd, Zhuhai Zhongsuqidi Education Investment Co.,Ltd,  Zhuhai Zhongsuqidi Education Investment Co.,Ltd თავმჯდომარე. ჩენ ძიანინგი – პეკინის საერთაშორისო ტექნოლოგიური განვითარების კომპანიის   Qianfu International თავმჯდომარე, Zhuji Shengzhuo საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანიის თავმჯდომარე, Zhuji Chengjin […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ

  • ოქტომბერი 9, 2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. აკადემიური საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

  • ოქტომბერი 3, 2023

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე და „ილიას ფონდის“ გამგეობის წევრები – ზურაბ ჩხაიძე, ივანე ამირხანაშვილი და უჩა შერაზადიშვილი ესტუმრნენ.  ღონისძიებას, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ გახსნა, აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ბატონმა ანდრო ბედუკაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, „ილიას ფონდი“ 1998 წელს დაფუძნდა და იგი ილია […]

გაგრძელება

სემინარი – ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა, კვლევა

  • ოქტომბერი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. მოხსენებით  –  „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა,  კვლევა“, მსმენელთა წინაშე წარსდგა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე. მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგები, რომლებიც შესრულებულია ქიმიის მეცნიერებათა […]

გაგრძელება

თაფლის ფესტივალი

  • აგვისტო 21, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო თაფლის ფესტივალს, რომელიც გაიმართა 19-20 აგვისტოს ბათუმში. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. როგორც აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლნ დოლარის ღირებულების თაფლი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ […]

გაგრძელება

ქიმიის საქალაქო სემინარი

  • ივლისი 8, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიის საქალაქო სემინარი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქიმიკოსის, აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს. სემინარის თავმჯომარემ, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ ციციშვილმა წაიკითხა აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის მეგობრებისა და მოწაფეების, ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ონუფრი ბანახის, სამარყანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნურალი მუხამადიევისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ […]

გაგრძელება

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 3, 2023

2023 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – საქართელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება

  • მაისი 30, 2023

მიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მათემატიკოსის, პოეტისა და პუბლიცისტის, მათემატიკის დოქტორ ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. არის საქართველოში პირველი მათემატიკური ტესტების კრებულის თანაავტორი (1992), საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული 25 სამეცნიერო სტატიის, საბჭოთა იმპერიის ამსახველი წიგნის „ჩემი საბჭოთა წარსული“ (2019), მრავალი პუბლიცისტური წერილისა და ლექსების ოთხი […]

გაგრძელება

ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა

  • მაისი 25, 2023

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აზერბაიჯანელი დიპლომატის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ელჩის ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: აკადემიის პრეზიდენტმა,  აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე სიტყვით  გამოვიდნენ წიგნის ავტორი ჰაფიზ ფაშაევი, დიპლომატები თედო ჯაფარიძე და ზურაბ გუმბერიძე, საქართველოს ტექნიკური […]

გაგრძელება